იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. რუსული კანონის შესახებ ვეტოს დღეს განიხილავს

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ ვეტოს დღეს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. მათი თქმით, ამ ნაბიჯით დაიცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს ნებისმიერი გარე ჩარევისაგან. ოპოზიცია ვეტოს დაძლევას ეწინააღმდეგება. მთავრობის ოპონენტების განცხადებით, თუ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა […]
ხარკოვში გლოვის დღეა

27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე რუსეთის საავიაციო დარტყმას. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი და 43 დაიჭრა. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 14 და დაშავდა 44 ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 25 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს მართვადი საავიაციო ბომბებით. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის […]
ამინდი ისევ გაუარესდება – ნახეთ, სინოპტიკოსების გაფრთხილება

27 მაისს ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 […]
ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!” – რუსული კანონის მოწინააღმდეგეები,დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას 09:00 საათზე დაიწყებს. ვეტოს დაძლევაზე კი “ოცნების” წევრები სესიაზე 28 მაისს იმსჯელებენ.
მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს – ლევან იოსელიანი უმრავლესობას

მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს! – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ხშირად, უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. „ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც და […]
კონტე “ნაპოლისთან” ბოლო დეტალებს ათანხმებს – იტალიელმა “პარტენოპეის” ამ ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

გუშინ, ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ “ნაპოლი” ცნობილ იტალიელ სპეციალისტთან ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. კონტე ხელს სამ წლიან კონტრაქტს მოაწერს და სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. SportMediaset-ის ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტმა ნეაპოლური კლუბის სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას რომელუ ლუკაკუს შეძენა სთხოვა. დიდი ალბათობით, “ნაპოლის” ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში […]
წილოსანი მსხილაძეს: ქვეყანა რომ რისკის ქვეშ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს

“თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, ქვეყანა რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს”, – ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. “მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, ძალიან კარგად იცოდეთ, თქვენი დანიშნულება, რაც არის და […]
ლევან იოსელიანი უმრავლესობას – მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს – უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს

მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს! – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ხშირად, უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. „ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც და […]
ალუდა ღუდუშაური გიორგი მსხილაძეს – თქვენ თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა – ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული – ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ

თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული – სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის […]
პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტს განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი , რომლებიც სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”. ასევე, მათ მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. პარლამენტში ყველა შესასვლელთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური […]