რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს

უცხოური გავლენის კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თავის ევროპულ დღის წესრიგთან თანმიმდევრული, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თანმიმდევრული თავის […]

პაატა მანჯგალაძე – ერთი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან – ვინმე დაგრჩათ პარტნიორი, ვინც ხელს ჩამოგართმევთ უცხოეთში?!

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს მიმართა რეპლიკით – “როგორ იყო პრეზიდენტია და მზექალა არისო?“, რასაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასე უპასუხა: „როცა თქვენთან ერთად იყო კი, მზექალა იყო“. პაატა მანგალაძე უმრავლესობის დეპუტატის რეპლიკამდე სვამდა კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა […]

სხვისი დახმარების გარეშე, ჩვენს ქვეყანას ფუნქციონირება არ შეუძლია – კახა ხაზარაძე “რუსული კანონის” მიღების საფრთხეებზე

ICR-ის დამფუძნებელი, კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებს ქვეყანა ვერ გაუძლებს. როგორც გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას, ხაზარაძემ აღნიშნა, “რუსული კანონის” მიღება დასავლური სამყაროსგან ჩამოგვაშორებს, რაც ქვეყანას მძიმედ დაუჯდება. “მე მოვისმინე დეპუტატების განცხადება, რომ ჩვენ გავუძლებთ სანქციებსო… შეიძლება ვიღაცამ გაუძლოს, მაგრამ ქვეყანა ვერ გაუძლებს. თუ ეს ასე მოხდება, ეს პირამიდის პრინციპით დაშლის პროცესს დაიწყებს, მე […]

“ნაპოლიმ” ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, “არსენალმა” კვლავ უშედეგოდ იბრძოლა… – რა ვნახეთ ევრო 2024-ის წინ

საკლუბო ფეხბურთი დასრულდა და ევროპის ჩემპიონატის მომლოდინეებს ეს საერთოდ არ გვწყინს. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს, რომლებითაც 2023-24 წლების სეზონი აუცილებლად დაგვამახსოვრდება… რა თქმა უნდა, ის, რაც 33 წლის შემდეგ მოხდა, იოლად განმეორებადი ვერ იქნება და იტალიის მოქმედი ჩემპიონებისგან ისევ განსაკუთრებულ სეზონს არ ველოდით. ამის მიუხედავად, არსებულმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულეს და […]

სოზარ სუბარი პრეზიდენტზე – შეურაცხყოფას ვერ მივიღებთ სამარცხვინო ადამიანისგან, რომელსაც ეს ოპოზიცია წლების განმავლობაში რუსეთის მავნებელ რეზიდენტს უწოდებდა

სახალხო დამცველმა თქვა, რომ სხვა კანონებში ცვლილებები შეიტანეთო, ანუ ეს კანონი არ მიიღოთო. პრაქტიკულად, მან აღიარა, რომ კანონი არის საჭირო, კანონი არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. მისივე შეფასებით, სახალხო დამცველის მანდატს სცილდება, მაგრამ სიტყვით […]

ლევან ხაბეიშვილი – უმრავლესობისგან გვესმის, რომ სუვერენიტეტი აქვთ დასაცავი – აშშ-სგან იცავენ სუვერენიტეტს?! პროპაგანდა ასეთია, რომ იმ ქვეყნისგან იცავენ თავს, რომელიც წლებია გვეხმარება და მთავარი სტრატეგიული პარტნიორია

ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლება ამ კანონს უკვე იყენებს ანტიდასავლური რიტორიკისთვის? თუ ცივილიზებულ სამყაროს ტალახს ესვრი და იქიდან ფული და მხარდაჭერა გინდა, სავარაუდოდ, ასე ვერ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. ხაბეიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილისგან […]

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ სოფიაში გაიმართა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა დაესწრნენ. „საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატო-სთან დაახლოების და განხორციელებული […]

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტს განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოქალაქეები არიან შეკრებილნი. პარლამენტში ყველა შესასვლელთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

ავარია თურქეთში – ავტობუსის და ავტომანქანების შეჯახების შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა, სადაც საქალაქთაშორისო ავტობუსი მთავარ გზატკეცილზე სამ მანქანას შეეჯახა. მისივე განცხადებით, ავტობუსი დიარბაქირიდან სტამბოლისკენ მიემართებოდა. შემთხვევის თაობაზე დაწყებულია გამოძიება.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ“ – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი. ბლინკენის თქმით, აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს ძალისხმევას საქართველოს, ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა […]