ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელი და უპერსპექტივო – თალაკვაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების მიმართ შეთავაზებულ წინადადებას, “ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შესახებ, უმრავლესობაში ეხმაურებიან. “ქართული ოცნების” შეფასებით, ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკური და უპერსპექტივო. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა არაგულწრფელი და უპერსპექტივოა. “ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელი და უპერსპექტივოც, იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის […]

“ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე უადგილოა” – ცხინვალში ირაკლი კობახიძეს უპასუხეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს ხელისუფლების მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა. „აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ხანგრძლივი სისხლიანი ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათი მტკიცებით, […]

“აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის” – ჯოზეფ ბორელი

მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მინისტრების დონეზე ვითარების პირველადი შეფასება. ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო […]

სომხეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

სომხეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. ალავერდის თემის სოფელ კარკოპის მონაკვეთში მდინარე დებედაზე ხიდი ჩამოინგრა. სოფელი დაიტბორა. ადიდებულმა მდინარე დებედამ სოფელ ახტალის მიდამოში ხიდს გადაუარა, რკინიგზაზე არის ღვარცოფული ადგილები. ტავუშის რეგიონში ორი ხიდი ჩამოინგრა, დაინგრა სამი საცხოვრებელი სახლი, დაიტბორა 45 სახლი და ორი სასტუმრო. სომხეთის სხვადასხვა […]

უჩას კადრების ეფექტია თქვენზე? — წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად ევროპებში და საფრანგეთში გაიქცევა, ჩვენ შევაკლავთ თავს ამ ქვეყანას, როცა რისკის და ომის ქვეშ დადგება“, — მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. „ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს რომ გადაწყვეტილი აქვს, სამარცხვინო ასოებით […]

“არ დაძლიოთ ვეტო” – სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო. ამის შესახებ ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვისას ილაპარაკა. “ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად პროცესს, ამიტომ დღეს შესაძლებელი არის, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე. მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები, და […]

რუსი სენატორი: ზურაბიშვილი არის უცხოეთის მთავარი აგენტი საქართველოში

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის მთავარ “უცხოელ აგენტს” უწოდებს. ამის შესახებ ის ტელეგრამზე წერს. “საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის მთავარი უცხოელი აგენტი საქართველოში, რომელიც დიდი ხანია და შეგნებულად მუშაობს ქვეყნის გარე ძალებისთვის დამორჩილებაზე. ამ მიზეზით ეწინააღმდეგება ის უცხოელი აგენტების შესახებ კანონს: თავისი შინაარსით ეს კანონი თავას მას ეხება, თავისი ვექტორით კი […]

კარასინი “ეშმაკის ნაკარნახევს” უწოდებს კობახიძის სიტყვას “ოსებთან და აფხაზებთან” ცხოვრებაზე

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიორი კარასინი ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც “აფხაზებ და ოს დებთან და ძმებთან ერთად – საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”. რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან საუბრისას გრიგორი კარასინმა კობახიძის ნათქვამს “ეშმაკის ნაკარნახევი უწოდა”. ამასთან, მან თქვა, რომ ახლა მთავარია კობახიძემ რუსული კანონი მიიღოს, […]

უკრაინელი პოლიტოლოგის თქმით, საქართველოზე დაიწყეს ყველაზე მძიმე ფორმებით ზეწოლა, ღია შანტაჟი

უკრაინელი პოლიტოლოგის თქმით, საქართველოზე დაიწყეს ყველაზე მძიმე ფორმებით ზეწოლა, ღია შანტაჟი უკრაინას, რომელიც დასავლეთმა მიატოვა, რომელსაც დასავლეთი იყენებს და ეუბნება, მიდი, უკრაინა, კვლავ იქნები ჩვენი იარაღი, იყავი გარსი გლობალურ ომში რუსეთის ფედერაციასთან. საქართველოს კი არ უნდა ეს და აი აქ დაიწყო ძალიან სერიოზული შეჯახება. მგონია, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავიგოთ, – […]

ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს – ბიჭო, ცივილიზებული სამყარო არ გვეუბნებოდა, რუსეთს სანქციები დაუწესეო? ახლა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო – იგივე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა?

ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?- ამ შეკითხვით მიმართა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ზარქუამდე კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომელიც აღნიშნულ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს, კითხვით […]