თამარ კორძაია – ლევან იოსელიანმა უნდა თქვას, ლახავს თუ არა ეს კანონი ადამიანის უფლებებს, თუ არა და მისი არაფრისმთქმელი ტექსტით ადამიანის უფლებების დაცვა არ მოუხდენია

ლევან იოსელიანს, რომელიც აქედან გავიდა, ზუსტად ის შეახსენეს, რომ მას არც ერთი სიტყვა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არ უთქვამს. იქნებ ეთერით მაინც გააგებინოთ, რომელ უფლებებზეა საუბარი! – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე, სახალხო […]
„ქვეყანა რისკის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, [პრეზიდენტისგან] განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში“ გაიქცევა“ – ნინო წილოსანი

რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი [მსხილაძე] და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ […]
ნიუ იორკის მერმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. „ხაზი გაესვა ნიუ იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში,“ – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„შუმერების, იბერიელების, ხალიბების გენი და სისხლი გვაქვს, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა ვართ, დემოკრატია არც ერთზე ნაკლებად არ ვიცით“ – წაქაძე

“მე მინდა შევეხო, ჩემი კოლეგები გამოვიდნენ სანქციებთან დაკავშირებით და ეკონომიკა როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ეს ფონდები ძალიან ეხმარება საქართველოს და შემდგომში დაეხმარება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ არც ისინი იღებენ, ჩვენგანაც გაცილებით მეტს იღებს და სანქციას ვერ დააწესებენ, იმიტომ, რომ თავის თავს გამოუტანენ სანქციას ეკონომიკის კუთხით.“ – ამის შესახებ იურიდიულ კომიტეტში პრეზიდენტის ვეტოს განხილცვისას „ოცნების” […]
ზაზა ნადირაძე მსოფლიოს თასის გათამაშების ვიცეჩემპიონია, ბადრი ყაველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოესა და კაიაკში მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 41,92 წამში დაფარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. შეჯიბრებაზე ქართველმა ნიჩბოსანმა ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 36.60 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი უკრაინელ, ვერცხლი კი პოლონელ სპორტსმენებს ერგოთ. ორი მოპოვებული მედლით […]
მერეტი: “ნაპოლის” ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

გუშინ, სერია A-ს ბოლო ტურში “ნაპოლისა” და “ლეჩეს” მატჩის (0:0) შემდეგ “პარტენოპეის” ფანებმა გუნდის კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს დაუსტვინეს. “ნაპოლის” მეკარის ალექს მერეტის თქმით, ჯოვანი ფანებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა. “ცუდი სეზონი ჩავატარეთ, “ლეჩესთან” გარისკვა ვერ მოვახერხეთ, რაც შედეგზე აისახა. მომენტების დასრულება გვიჭირს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ფანების ობსტრუქცია […]
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ენერგეტიკის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკის ფაკულტეტზე შვიდი სექცია მუშაობს. მათ შორის: თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგოაუდიტის, საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის, ენერგეტიკის ეკონომიკის, ელექტროტექნიკის […]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას წმ. ქალწულთა რიფსიმიანთა ხსენების დღეს ულოცავს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია დღეს სომეხ წმიდანთა და წმიდანის ყოფით ნაცხოვრთა – რიფსიმეანთ და გაიანეანთ ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და მის მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 162-ე საქველმოქმედო აქცია თბილისში ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 162-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თბილისში ჩაატარეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). „საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის […]
ეს ეშმაკის ნაკარნახებია – კარასინი კობახიძის “აფხაზ და ოს და-ძმებთან ცხოვრების” სურვილზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომლის მიხედვითაც “აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად – ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”. კარასინის აზრით, ახლა მთავარია კობახიძემ რუსული კანონი მიიღოს, დანარჩენი კი მხოლოდ მსჯელობაა. […]