გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს

ვიმედოვნებ, იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსიას მიიღებენ, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს დღევანდელ შეხვედრაზე, არის ის, რომ იქნება განახლება, საჯარო განახლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ […]

ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო

საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია – 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. […]

ანრი ოხანაშვილი – მიხეილ დაუშვილმა უმძიმესი განცხადება გააკეთა – ანუ, სავაჭრო საგანია ტერიტორიული მთლიანობა? ყველას გადაეცით, რომ ჩვენ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია

მიხეილ დაუშვილმა უმძიმესი განცხადება გააკეთა – ანუ, სავაჭრო საგანია ტერიტორიული მთლიანობა? ყველას გადაეცით, რომ ჩვენ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის კითხვას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნული განცხადება […]

დაჩი ბერაია გიორგი მსხილაძეს – ამბობთ, რომ კანონი არ მოგწონთ – მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ თუ რითი ხართ უკმაყოფილო?

ამბობთ, რომ კანონი არ მოგწონთ. მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ ამ კანონში თუ რა არ მოგწონთ? – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს. როგორც ბერაიამ აღნიშნა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უარს ამბობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნების მუხლობრივ განხილვაზე. „თქვენ ამბობთ, რომ კანონი არ […]

აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა გადადის ევროპული გზიდან — ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში არსებული სიტუაციის პირველი შეფასება მინისტრების დონეზე. „მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას. აშკარაა, რომ მთავრობა გადადის ევროპული გზიდან და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გავაკეთოთ. საქართველოს საკითხი […]

გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. “უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრისტან სარალიძე ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის ხეობაში დაიბადა და 1980 წლიდან […]

„ეშმაკისული მსჯელობაა“ — კარასინი აფხაზეთზე კობახიძის განცხადებაზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში დაბრუნებასა და 2030 წელს ევროკავშირის წევრობაზე გეგმების შესახებ, „ეშმაკისული მსჯელობაა“. „ვერავინ აუკრძალავს დისკუსიას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად იცხოვრონ, ან შეიძლება სხვა ქვეყნებთან — ეს არის დისკუსია. […]

„ ეს კანონი საბოლოო ვერსიით თუ მიიღება, საქართველო ვეღარ განაგრძობს ევროკავშირის გზას“ – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ჩვენმა დღევანდელმა შეხვედრამ მოიტანოს , იქნება განახლება, საჯარო განახლება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ევროპული საბჭოს სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონია. „ვიმედოვნებ, რომ […]

გიორგი ვაშაძე – დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 14-15%-ზეა ჩამოსული და აბსოლუტურად რეალისტურია, საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი

დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 14-15%-ზეა ჩამოსული და აბსოლუტურად რეალისტურია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი, რათა ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ და საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ევროკავშირში – ამის შანსი და შესაძლებლობა არსებობს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახლა საჭიროა „ერთობა ერთიანობით“. „ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით ამ […]

მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის რაიონში დაიბადა. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი (“როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი (“საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი (“სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი (“მაკბეტი“), გელა ( “მერე რა […]