ირაკლი კობახიძე მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო. ტრისტან სარალიძემ, ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო. თანავუგრძნობ ტრისტან სარალიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის […]

ონლაინმედიისთვის გაურკვეველი ვადით შეიზღუდა პარლამენტში მუშაობა

27 და 28 მაისს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს საკითხს განიხილავს. ისევე, როგორც ამ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის დროს, ახლაც პარლამენტში მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს უშვებენ. ონლაინმედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები გაურკვეველი ვადით არის დაწესებული. პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „მიმდინარე წლის 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს […]

ერევანში 220-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

სომხეთში გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების გამო, რომლის საფუძველზეც ბაქომ დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა დღეს, 27 მაისს, დილიდან ერევანში გადაკეტეს ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის მომხრეებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს სომხეთის ზოგიერთ […]

გახარიას პარტია: პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყვეტთ, შევუერთდებით თუ არა ქარტიას

პარტია საქართველოსთვის წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყვეტენ, შეუერთდებიან თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას – ქართულ ქარტიას. დაუშვილის თქმით, პარტია რეფორმების გეგმას მხარს უჭერს, თუმცა ქარტიაში არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები აქვთ. “რაც შეეხება პრეზიდენტის ქართულ ქარტიას – ამ დოკუმენტში ჩვენ რაც მოვისმინეთ არის რეფორმების გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და […]

მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

მსახიობი ტრისტან სარალიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა და აღნიშნული ინფორმაცია, სამწუხაროდ უკვე დადასტურდა. სამძიმრის წერილს ავრცელებს რუსთაველის თეატრი. “უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!”– ნათქვამია თეატრის ინფორმაციაში. Previous: უკრაინელი პოლიტოლოგის თქმით, საქართველოზე დაიწყეს ყველაზე მძიმე ფორმებით ზეწოლა, ღია შანტაჟი

მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო. ტრისტან სარალიძემ, ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო. თანავუგრძნობ ტრისტან სარალიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის […]

„ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო“ – ნათია თურნავა

საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია – 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. „ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან […]

26 მაისის მარშში სულ მცირე 80 000 ადამიანი მონაწილეობდა – Visioner

Visioner-ის ინფორმაციით, 26 მაისს, “რუსული კანონის” წინააღმდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ მარშში სულ მცირე 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისის მსვლელობა ერთ-ერთი მასშტაბური იყო. მარშში მონაწილე და ორბელიანის სასახლესთან შეკრებილი ადამიანების საერთო რაოდენობამ კი დაახლოებით 100 000 შეადგინა. “დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მომიტინგეებმა ის გზა გაიარეს, […]

„ახლა იქნება მცირე ტურბულენტობა, მაგრამ ამას გადავივლით“ – პრემიერი

მნიშვნელოვანია, ახლა გადავიაროთ მცირე სირთულეები, მცირე ტურბულენტობა წლევანდელ წელს, ამ კვირების განმავლობაში, იმისათვის, რომ შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოვახერხოთ ქვეყნის დამშვიდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „არსებული მოცემულობა, გაუმჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი […]

,,ემპი დეველოპმენტმა“ რიგით მე-13 საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრი ,,გორი მოლი“ გახსნა

გორში კომერციული უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ემპი დეველოპმენტმა“ საქართველოს მასშტაბით რიგით მე-13 მოლი საზეიმოდ გახსნა. „გორი მოლი“ ქალაქის ცენტრში, ცხინვალის გზატკეცილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს. მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონში “გორი მოლი” პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს აითვისოს რეგიონის […]