„რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან“ – თურნავა

„რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან“ – თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს საკუთარი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის დაცვასთან, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის […]

„ამ კანონის მიღება ნიშნავს ცვლილებას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში“ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ე.წ.„რუსულ კანონზე“

„ამ კანონის მიღება ნიშნავს ცვლილებას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში“ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ე.წ.„რუსულ კანონზე“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში, რომელიც რეალურად მოდელია, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „შვედეთის მთავრობის პოზიცია ნათელია. საქართველოში არსებული ვითარება […]

მინისტრმა ჰოსპიტალურ სექტორთან მორიგი შეხვედრა გამართა – იგეგმება თუ არა ცვლილებები DRG-ში?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი გასვლითი შეხვედრა წყალტუბოში გამართა. ინფორმაციას პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ინფორმაციის თაანხმად, შეხვედრის თემა იყო „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“. შეხვედრაში მოწვეული იყვნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების კლინიკების წარმომადგენლები. შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან […]

იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. „პირველი, კენჭი ეყრება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ, დავარქვათ, ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს. ვინმე ხომ არ არის მომხრე მხარი დაუჭიროს? რა თქმა უნდა, არა. არავინ არ არის მომხრე. ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ არიან, ოპოზიციაც არ უჭერს მხარს, როგორც ჩანს. კენჭისყრაზე […]

ჰარისი: ბაიდენი და მე შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს, აშშ ქართველი ხალხის გვერდითაა

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი მისი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელით სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის. წერილში ჰარისი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიღებით შეშფოთებულები არიან, ზურაბიშვილს ვეტოს კი მიესალმებიან. “ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ […]

„მივესალმებით ამ ანტიდემოკრატიული ინიციატივისთვის ვეტოს დადებას“ — კამალა ჰარისი ზურაბიშვილს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში გმობს რუსული კანონის მიღებას, დადებითად აფასებს პრეზიდენტის ვეტოს და მიიჩნევს, რომ ეს არის „ანტიდემოკრატიული ინიციატივა“, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ურთიერთობებს ევროპა-ამერიკასთან. აშშ-ის საელჩო ავრცელებს ვიცე-პრეზიდენტის წერილის ქართულენოვან თარგმანს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ […]

ეს არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – ანრი ოხანაშვილი მიხეილ დაუშვილზე

„ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე მიხეილ დაუშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა. „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს აღნიშნული კითხვით მიმართა, რომ „ამ [გამჭვირვალობის] კანონით და […]

ეს არის გარედან თავს მოხვეული, საქართველოსთვის “ომის ქარტიის” შეთავაზების გეგმა

თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ თავდაპირველი სისხლიანი რევოლუციის სცენარი დროზე ადრე იქნა გაშიფრული, ამიტომ, გეგმა შეიცვალა. როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი გეგმა გარედან არის თავს მოხვეული და საქართველოსთვის ომის ქარტიის შეთავაზებას გულისხმობს, რომლის მიზანია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანა, შემდეგ კი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში […]

ვინც რეზიდენტი დაარქვა, დღეს იმათი ლიდერია – გილოცავთ!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ” კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს განიხილავენ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და განაცხადა – სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტს რეზიდენტს უწოდებთო. ამის საპასუხოდ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მსხილაძეს განუმარტა – „ვინც რეზიდენტი დაარქვა [სალომე ზურაბიშვილს], იმათი ლიდერია დღეს. მომილოცავს! ღმერთმა შეგარგოთ.“ […]

“არ ვაპირებთ საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას” – შამბა კობახიძეს ეხმიანება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დაბრუნების სურვილი საქართველოს მხრიდან არავის უკვირს, მაგრამ აფხაზეთის [დე ფაქტო] ამოცანაა განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა. ამის შესახებ “TASS-თან” განაცხადა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, რითაც ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას და ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის. “მათ […]