ვინ შეუერთდა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“?

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტია“ შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა – „ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს“. პარტიების სია, რომლებიც პრეზიდენტის ქარტიას შეუერთდნენ ასეთია: „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, […]
„საქართველოსთან კონფედერაციის საკითხის განხილვას არ ვაპირებთ“ – შამბა კობახიძეზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომლის მიხედვითაც “აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად – ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”. შამბას თქმით, მარიონეტული რეჟიმი კონფედერაციაზე ან რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარს არ აპირებს. “30 წელია ჩვენი დაბრუნება სურთ, […]
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში “აგენტების კანონის” გამო შექმნილ წინააღმდეგობრივ ვითარებასაც განიხილავენ. როგორც შეხვედრის დაწყების წინ, მედიასთან საუბარში განაცხადა, ჟოზეპ ბორელმა “ეს იქნება პირველი მომენტი, როცა მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ […]
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პუტინის მეგობარ მედვედჩუკს და Voice of Europe-ს

ევროკავშირმა ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა უკრაინელ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს, მასთან დაახლოებულ არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი ამ პორტალის ხელმძღვანელია. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 27 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის წინადადებას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. […]
„ოცნების“ მწვავე რეაქცია მოჰყვა დაუშვილის შეკითხვას – „საერთაშორისო იზოლაცია იქნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკისთვის?“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. აგენტების კანონის შესახებ პრეზიდენტის ვეტო განიხილეს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა მომხსენებელს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს ჰკითხა: კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, დაემუქროს საერთაშორისო იზოლაცია და ეს იქნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკისთვის? „ფაქტობრივად, ჩვენი ყველა მეგობარი სახელმწიფო, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ამ […]
ეს ხომ არ იყო ის, რაც დაგავალეს, არათუ დამშვიდებისკენ წავიდეს სიტუაცია, არამედ პოლარიზება გამოიწვიოთ? – გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს
ეს ხომ არ იყო ის, რაც დაგავალეს, არათუ დამშვიდებისკენ წავიდეს სიტუაცია, არამედ პოლარიზება გამოიწვიოთ? – გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს „თქვენ კანონპროექტზე საუბრობდით, თუ იგივე შინაარსის ფრანგულ კანონზე?! თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია, რაც თქვენ ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრეთ“, – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, […]
“სატრანსფერო ომი არაბიძისთვის” – სერბული გამოცემა ქართველზე წერს

“ტორპედოს” ნახევარმცველი გიორგი არაბიძე წამყვანი სერბული კლუბების “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის” სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ ინფორმაციას სერბული გამოცემა Direktno.rs ავრცელებს. “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” ქართველი ნახევარმცველის გიორგი არაბიძის შესაძენად იბრძვიან, იგი “ტორპედოს” წევრია, ერთ დროს კი “შახტარში” ირიცხებოდა. არაბიძე არამხოლოდ ბელგრადული გიგანტების, არამედ ნიდერლანდული და სამხრეთკორეული კლუბების სამიზნეცაა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში […]
შამბა კობახიძის განცხადებაზე: საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას არ ვაპირებთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც “აფხაზებთან და ოსებთან ერთად – საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”. რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან საუბრისას დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოსთან კონფედერაციის ან სხვა სახის თანამშრომლობის განხილვას არ აპირებენ. “მათ 30 წელია […]
ლანსბერგისი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას არ გამორიცხავს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეუჩერდეს. ამის შესახებ მან მედიასთან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. “იმედი მაქვს, იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირისგან, რომ თუ ამ კანონს საბოლოო სახით მიიღებენ, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროპულ გზას […] ეს ნიშნავს გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს […]
რომან გოცირიძე – „აგენტის კანონისთვის“ რომ დაასანქცირონ დეპუტატი, რომელიც ამავე დროს ბიზნესმენია, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, რა უნდა დაადგინოს საქართველოს სასამართლომ, რომ ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა სანქციები აღასრულონ?

„აგენტის კანონისთვის“ რომ დაასანქცირონ ჩვენი პარლამენტის წევრი, რომელიც ამავე დროს არის ბიზნესმენი, მაგრამ არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, რა უნდა დაადგინოს საქართველოს სასამართლომ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა სანქციები აღასრულონ? სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება აბსურდია – სანქციების დაწესებას სასამართლო არ სჭირდება,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს […]