სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ – არავის უკვირს

არავის უკვირს საქართველოს სურვილი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ აფხაზეთის ამოცანაა განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. „მათ 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ, გასაგებია, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არაფერია. […]

გიორგი მსხილაძე – „ქართული ქარტია“ დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან

„ქართული ქარტია“ დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ პარტიები გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით დეტალურად მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც პარტიები პრეზიდენტს საკუთარ პოზიციას გაუზიარებენ. „ეს არის პრეზიდენტის ახლი ინიციატივა, რომელიც გუშინ გააჟღერა. აღნიშნული […]

ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, აშშ თქვენს გვერდით დგას – კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილში, რომელიც 24 მაისით თარიღდება, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონზე საუბრობს: ,,ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს […]

მისი ამოცანა არ არის ბაზრისთვის მესიჯის გაგზავნა – ნათია თურნავა Bmatch-ით დოლარის ყიდვა/გაყიდვაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უპასუხა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას Bmatch პლატფორმით დოლარის ყიდვა/გაყიდვის შესახებ. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკს დოლარის ყიდვა/გაყიდვა ამ ორივე მექანიზმის გამოყენებით შეუძლია, თუმცა სავალუტო ინტერვენციის განხორციელებისას სებ-ი იმავე დღეს ავრცელებს ინფორმაციას ინტერვენციის მოცულობის და აუქციონზე დაფიქსირებული გაყიდული/შესყიდული დოლარის კურსის შესახებ. ხოლო […]

„საქართველო სუვერენული გახდა, მოძმე ერთმორწმუნე ერის ბედისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია“ – კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი

„საქართველო სუვერენული სახელმწიფო გახდა. ეს მოძმე მართლმადიდებელი ერის ბედისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ქვეყანა გლობალისტებზე დამოკიდებული აღარ არის და სუვერენული განვითარების ახალ გზას დაადგა. მარტივი არ იქნება, მაგრამ ქართველებმა ამჯერად ღირსება და ტრადიციული ფასეულობები დაიცვეს,“ – წერს ქართული ხელისუფლების ბოლოდროინდელ კურსზე კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.

დღეს, იურიდიული ფირმების ასოციაცია პარლამენტისადმი მიმართვას გაავრცელებს

იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ 21 მსხვილ იურიდიულ კომპანიას აერთიანებს, დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვას გაავრცელებს. ამის თაობაზე ასოციაციის მიერ გავრცელებულ მედია-ანონსშია ნათქვამი. როგორც იურიდიული ფირმების ასოციაციაში განაცხადეს, მიმართვა ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და შეიცავს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსადმი მოწოდების ელემენტებს. მეტი კონკრეტიკისგან, მიმართვის სრული ტექსტის გავრცელებამდე ასოციაციამ თავი შეიკავა. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია […]

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ იქნებიან დასავლეთის ხელში სათამაშოები, მათაც აქვთ რაღაც გეგმა – მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – უკრაინელი პოლიტოლოგი

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ იქნებიან დასავლეთის ხელში სათამაშოები, მათაც აქვთ რაღაც გეგმა – მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – უკრაინელი პოლიტოლოგი ჩვენ ახლა ვაკვირდებით ურთულეს პროცესს, რომლისთვისაც ოფიციალურად ომი არ უწოდებიათ, მაგრამ არსებითად ეს არის გენოციდი და ტერორისტული აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ. ეს ხორცსაკეპია, ვხედავთ, ეს […]

წილოსანის თქმით, საერთოდ არაა სამხიარულო მისი ნათქვამი, რომ “ქვეყანას თავს შეაკლავს”

რუსულ კანონზე ხმის მიმცემი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, საერთოდ არაა სამხიარულო მისი ნათქვამი, რომ “ქვეყანას თავს შეაკლავს”. წილოსანის განცხადებით, ამაზე სავსებით სერიოზულად ისაუბრა. “ასეთ მხიარულ რეჟიმში ამ კითხვის დასმა, რომელზეც მე სერიოზულად ვისაუბრე, სრულიად არაადეკვატურია”, – უთხრა მან მთავარი არხის ჟურნალისტს. კითხვას “ანუ აპირებს თუ არა თავის შეკვლას”, წილოსანმა აღარ უპასუხა. დღეს, 27 […]

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ამ კანონის მიღება ევროპულ დღის წესრიგს ანადგურებს

ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩვენთან ახლოს გვყავდეს, მაგრამ ჩანს, რომ ამ კანონის მიღება ანადგურებს ევროპულ დღის წესრიგს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილიც გავუგზავნოთ საქართველოს ხელისუფლებას. რუმინეთისთვის საქართველო პარტნიორი ქვეყანაა და გვსურს, რომ ევროპასთან ახლოს იყოს და მისი მხარდაჭერა გავაგრძელოთ.

ტურბულენტობისას მგზავრის გარდაცვალების შემდეგ Singapore Airlines-ი უსაფრთხოების წესებს ცვლის

ავიაკომპანია Singapore Airlines-ი ბორტზე კვების წესებს მას შემდეგ ცვლის, რაც გასულ კვირაში ავიაკომპანიის თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შემდეგ ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ირკვევა, რომ Singapore Airlines-ის საჰაერო ხომალდზე ინციდენტი ბორტზე კვების დროს მოხდა. მომხდარის შედეგად, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ ის რეისებზე შეწყვეტს ბორტზე საკვების მიწოდებას თუ კი მისი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდება, ან ჩაირთვება […]