ნათია თურნავა – სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს – რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური „ქეისი“ იქნება

სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს – რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური „ქეისი“ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავამ პოლიტიკოსებს მიმართა, „ნუ ეცდებიან გარკვეულ სპეკულაციას და სანქციების […]
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს – ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არაფერში წერია, არ გეკადრებათ, აკადემიური კაცი ხართ და ნუ აჰყვებით იმათ, უსამშობლოებს

ოპოზიციასაც ვუსმენ ზოგჯერ, იქნებ რაღაც ჭკვიანური თქვან – ბატონო რომან, ნუ გაგიხარდებათ. ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არაფერში წერია, ეს არ გეკადრებათ, აკადემიური კაცი ხართ და ნუ აჰყვებით იმათ, უსამშობლოებს. დამიჯერეთ, თვითონ მოიგებთ,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გოცირიძემ ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეების მიმართ […]
ბაიბა ბრაჟე: საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟე რუსულ კანონზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული საფრთხის წინაშეა. “ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ძლიერი სიგნალი საქართველოს, როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავედით თბილისში. ჩვენ შევხვდით იქ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და დავაფიქსირეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ პროევროპულ არჩევანში. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს […]
გირჩი “ქართულ ქარტიაზე”: ამ დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება

გირჩი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს. მისი თქმით, დოკუმენტში არის პუნქტები, რასაც მისაღებია, თუმცა ნაწილზე კითხვის ნიშნები აქვთ, ამიტომ, როგორც ხელმომწერებს, ასევე, პრეზიდენტს დისკუსიას სთავაზობენ. “ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით, ფაქტობრივად გუშინ ვნახეთ ეს ბოლო დოკუმენტი, ამიტომ, ვთავაზობთ, გნებავთ ხელმომწერებს, გნებავთ პრეზიდენტს, […]
ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს საქართველოში – კამალა ჰარისი

შეერთებული შტატები ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ის და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „დიდი შეშფოთებით“ ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთი განვითარების გამო, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან […]
„ბაიდენი და მე შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“ – ჰარისი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი საქართელოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის. ჰარისი წერს, რომ ის და პრეზიდენტი ბაიდენი “დიდი შეშფოთებით” ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც […]
გრიგორი კარასინი აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – საქართველოს პრემიერისთვის მთავარია, კანონით განსაზღვრული იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები არჩენენ – დანარჩენი ეშმაკისეული მსჯელობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასა და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების შესახებ მხოლოდ მსჯელობაა, მისთვის ახლა მთავარია მიაღწიოს უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ვერავინ აუკრძალავთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო […]
ანრი ოხანაშვილმა ანა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ანა წითლიძემ ანრი ოხანაშვილს მოღალატე უწოდა. „გაძევებული ხართ დარბაზიდან. გაბრძანდით. პირველი მოღალატე გიზით დაწესებულებაში სამართლიანად, დამსახურებულად, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ეს ადამიანი ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა სამართლიანად იხდის სასჯელს. მოღალატე მოიკითხეთ, გყავთ ბელადი და შემდგომი თქვენს ბიოგრაფიებს ჩახედეთ ვის […]
ირმა ზავრადაშვილი – შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კანონის მოწინააღმდეგეა ხალხის უმრავლესობა, ისევე როგორც, თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე არის უმრავლესობა, ისევე როგორც, თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო, ან კიდევ სტიქაროსნები აქციას ატარებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. ზავრადაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, […]
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანრი ოხანაშვილს – ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი

ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტზე. მანამდე კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს დასაბუთებული […]