ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება – ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტური და უპერსპექტივოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტურ და არაპერსპექტიულ განცხადებად აფასებს. „აშკარაა, რომ ასეთი პოპულისტური განცხადებები ჟღერდება მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ და მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, შიდა აუდიტორიაზე“, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში. მათი მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, „დააბრუნოს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში“, აბსოლუტურად უპერსპექტივოა. “აუცილებლად […]

გიგი წერეთელი „ქართულ ქარტიაზე“- ვუერთდებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას უერთდება „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შექმნილ უმძიმეს სიტუაციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ქართულ ქარტიაზე“ ძალიან მნიშვნელოვანია. „ამ ქარტიაში სწორედ იმ ფუნდამენტურ ხედვებზე, რეფორმებსა და პროექტებზეა ხაზი გასმული, რაზეც „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია საუბრობს და სთავაზობს საზოგადოებას განსახილველად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ […]

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის მიმართ

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის მიმართ, „ამასთან ღრმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ. აგენტების კანონის გამო, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. „ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, […]

პარლამენტის ბიურომ 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირას „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის გამოსვლაა დაგეგმილი. შესაბამის საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ამასთან, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის ბიურომ დღეს 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი […]

საქპატენტისთვის ქართული პროდუქტების უნიკალური მინი მაკეტი შეიქმნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში – გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მინიატურული სახის მაკეტი შეემატა. მინი მაკეტში წარმოდგენილია საქპატენტში რეგისტრირებული ყველა, სულ 64 დასახელების პროდუქტის მინივერსია. იხილეთ ჩამონათვალი. უნიკალური მინიატურების ავტორი პოლიმერული თიხის ოსტატი ქეთევან მუმლაძე გახლავთ, რომელმაც 29 ღვინის, ქვევრის, 13 ყველის, 8 მინერალური წყლის, 3 თაფლის, სხვა პროდუქტებისა, […]

ნათია თურნავა – ეკონომიკური ზრდა მდგრადია, ძლიერია და ამ კუთხით კითხვა არ არსებობს – ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ჩვენი ვარაუდით, ასე დარჩება წლის ბოლომდე

ეკონომიკური ზრდა მდგრადია, ძლიერია და ამ კუთხით კითხვა არ არსებობს – ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ჩვენი ვარაუდით, ასე დარჩება წლის ბოლომდე,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით „ძლიერი ეკონომიკით და დაბალი ინფლაციით“ გამორჩეულია. „სიამაყით მინდა გითხრათ, […]

ელისაშვილის პარტია პრეზიდენტის ინიციატივას – ქართულ ქარტიას უერთდება

ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას – ქართულ ქარტიას უერთდება. “ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ძირეული რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, პარტია მოქალაქეები ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქმედო გეგმას ქართულ ქარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის […]

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

კომპანია „სოკარის“ სახელით გავრცელდა სხვადასხვა სახის შეტყობინებები, რომლითაც მოსახლეობას „სოკარის“ აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია საზოგადოებას აფრთხილებს, არ დაუჯერონ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელონ. „სოკარი“ საზოგადოებას სოციალური ქსელებისა და ოფიციალური მედია არხების მეშვეობით, თავისი საქმიანობისა და სპეციალური აქციების შესახებ რეგულარულად აცნობებს. კომპანია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ „სოკარი“ არ არის პასუხისმგებელი მისი სახელით გაცემულ […]

ლევან იოსელიანი – მოტივირებული შენიშვნები სხვაგვარად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი – პრეზიდენტის პროექტმა, სამწუხაროდ, სადისკუსიო სივრცის შესაძლებლობა ჩაკეტა

მიმაჩნია, რომ მოტივირებული შენიშვნები სხვაგვარად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, იმ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფდა, თუმცა პრეზიდენტმა წარმოადგინა, ისე როგორც მან ჩათვალა საჭიროდ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ კანონის გაკეთილშობილება კი არა, პირიქით, სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები არის მნიშვნელოვანი, ხოლო ამ კანონის არმიღება […]

ხატია დეკანოიძე – ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო – ღირსები არიან ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება

ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო. რეკომენდაციას მივცემდი, რომ ეს ვეტო დაძლიონ, რათა საბოლოოდ გაუფორმონ მოქალაქეებს საკუთარი წარმოდგენა – ღირსები არიან ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის […]