განვიხილავთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას — ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არ გამორიცხავს, რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება და პერსონალური სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ხნის წინ თბილისშიც იმყოფებოდა, ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოში სიტუაცია შემაშფოთებელია უცხოელი აგენტების კანონის და იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას. „ჩვენ ვაპირებთ საქართველოს საკითხის დაყენებას. […]
„ზურაბიშვილის მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერდით“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მანდატი მეორე ვადითაც გაგრძელდებოდა, მას მისი მხარდაჭერა ექნება. გახარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დაანახა, რომ ის ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ევროპულ ფასეულობებს. „ვთვლი, რომ პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და მე […]
თამბაქოს ინდუსტრია ბავშვებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ კამპანიაზე გადავიდა

მთელს მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის 37 მილიონი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს, ამასთან, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის გამოყენების დონე მოზარდებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმოს ევროპის რეგიონში ჩატარებული კვლევის თანახმად, 15 წლის მოზარდების 20%-ს გამოუყენებია ელექტროული სიგარეტი გასული 30 დღის განმავლობაში. თამბაქოს მოხმარების შემცირების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ელექტრონული […]
ბანკების სასესხო პორტფელი 54.51 მლრდ ლარამდე გაიზარდა

ბანკების სასესხო პორტფელი 54.51 მლრდ ლარამდე გაიზარდა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 730.66 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მლნ ლარით (1.47%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით […]
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ქვეყანაში არსებული სიტუაცია, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე“ – გიორგი კაკაურიძე

მე გამიჭირდება გავაკეთო პროგნოზი რამდენ ხანს გაგრძელდება მსგავსი სიტუაცია ქვეყანაში, თუმცა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე შეფასებით, გრძელვადიან პერიოდში აქციები და სხვა ფაქტორები უარყოფითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე. „თუ ქვეყანაში […]
ზელენსკი ვარაუდობს, რომ პუტინს შესაძლოა უკრაინაზე თავდასხმამდე სხვა ქვეყნებთან წინასწარი შეთანხმებები ჰქონოდა
ზელენსკი ვარაუდობს, რომ პუტინს შესაძლოა უკრაინაზე თავდასხმამდე სხვა ქვეყნებთან წინასწარი შეთანხმებები ჰქონოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა სხვა ქვეყნებთან ფარული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ წამოიწყო. The New York Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ გამოხატა თავისი სკეპტიციზმი და აღშფოთება უკრაინის უცხოელი პარტნიორების მხრიდან ასეთი ღალატის შესაძლებლობის გამო. „პუტინი გადარეულია, […]
კანონის განხილვაში არ შემოვალო… მუხლობრივ განხილვაშიც არ შემოვალო, ამბობს პრეზიდენტის საკანონმდებლო მდივანი – აბა რაზეა მოსული პარლამენტში? შეეძლო პარლამენტის უკან შეკრებილ ათიოდე მომიტინგეს შეერთებოდა

კანონის განხილვაში არ შემოვალო… მუხლობრივ განხილვაშიც არ შემოვალო, ამბობს პრეზიდენტის საკანონმდებლო მდივანი – აბა რაზეა მოსული პარლამენტში? შეეძლო პარლამენტის უკან შეკრებილ ათიოდე მომიტინგეს შეერთებოდა “კანონის განხილვაში არ შემოვალო…მუხლობრივ განხილვაშიც არ შემოვალო…” – ამბობს პრეზიდენტის საკანონმდებლო მდივანი გიორგი მსხილაძე. აბა რაზეა მოსული პარლამენტში? – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური […]
იურიჩი: უცხოელმა მწვრთნელებმა იტალიელებისგან უნდა ისწავლონ

“ტორინოს” აწ უკვე ყოფილი დამრიგებელის ივან იურიჩის თქმით, იტალიელი მწვრთნელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. “ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი კლუბები ასპარეზობენ, როგორებიც “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა ტაქტიკის თვალსაზრისით, იტალიელი მწვრთნელები სულ სხვა დონეზე არიან. “ლევერკუზენს” ამ სეზონში წაუგებელი იყო, თუმცა გასპერინის “ატალანტამ” ეს სერია შეწყვიტა. “ინტერს” გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ – დემონსტრანტები პარლამენტთან ხვალ, 12:00 საათზეც შეიკრიბებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ. კერძოდ, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. ამასთან, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დაგეგმილია ხვალ, 12:00 საათზეც, პლენარული სხდომის პარალელურად, მაშინ როდესაც, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. დღეს კი მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილიდან იკრიბებოდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შეძახილების […]
გიორგი მსხილაძე – კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი – ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, ახლა, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს!

კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი – ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, აწი, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს! – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იურიდიული კომიტეტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებისთვის მხარის არ დაჭერას. როგორ მსხილაძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის […]