„ეპ ჯორჯია გენერაცია“ – თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

28-დან 30 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ინფორმაციით, დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად. „სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. […]

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, მით უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე — კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული კანონის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მით უფრო უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. ამის შესახებ მან დღეს, 27 მაისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი კაკაურიძეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ ჰკითხა, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება როგორ აისახება ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. „ცოტა რთული […]

“კოკა-კოლას” გათამაშების მეორე ეტაპი დაიწყო

კომპანია “კოკა-კოლას” გათამაშების მეორე ეტაპი 26 მაისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდება. გათამაშების მეორე ეტაპზე გამარჯვებულები მიიღებენ საგზურს ორი ადამიანისთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალზე, ისევე როგორც ბევრ სხვა პრიზს. გათამაშების შემდეგ ნაწილში, ევროპის ჩემპიონატის ფინალზე საგზურთან ერთად, ასევე თამაშდება: playstation 5 და playstation vr2, samsung Qled ტელევიზორი, ipad pro 11 და ასევე, iphone 15 promax და […]

იენს სტოლტენბერგი – რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვით უკრაინული ძალების თავდაცვის უნარს ვამცირებთ, ხელს ვუბოჭავთ მათ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ხარკოვის ოლქში სასაზღვრო ბრძოლების ფონზე, მოკავშირეებმა უნდა გადახედონ უკრაინისთვის დაწესებულ შეზღუდვებს დასავლური იარაღით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელებასთან დაკავშირებით, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავდაცვის უფლება აქვს. „თავდაცვის უფლება მოიცავს უკრაინის ფარგლებს გარეთ ლეგიტიმურ სამხედრო […]

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვაფასებ ჩეხეთსა და საქართველოს შორის […]

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ხორვატიის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, მისალოც წერილში ხორვატიის პრემიერი სიხარულით აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა. ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას აღუთქვამს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პირადად თქვენ […]

რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს

რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს „მოღალატეობრივი მსჯელობა“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საკითხის იმდაგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, საფრთხე ემუქრება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია. ესეც რომ […]

ეს ხალხი აუცილებლად დაინახავს, რომ ჩვენ გავალთ სამშვიდობოს, მშვიდობაც გვექნება, ეკონომიკური წინსვლაც და ევროკავშირშიც ვიქნებით

ეს ხალხი აუცილებლად დაინახავს, რომ ჩვენ გავალთ სამშვიდობოს, მშვიდობაც გვექნება, ეკონომიკური წინსვლაც და ევროკავშირშიც ვიქნებით პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსგავსი ზეწოლა ქვეყანაზე აქამდეც ყოფილა, მაგალითად სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ. ახლა კი აღიარებენ რომ სანქციებმა არ […]

მეორდება ისტორია, 2020-დან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა “შალიკოს ფანჩატურიდან” “სალომეს ფანჩატურამდე” ისე, რომ პოლიტიკურად და მორალურად ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წაიწია, ან კი სად აქვთ ამის რესურსი

მეორდება ისტორია, 2020-დან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა “შალიკოს ფანჩატურიდან” “სალომეს ფანჩატურამდე” ისე, რომ პოლიტიკურად და მორალურად ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წაიწია, ან კი სად აქვთ ამის რესურსი როგორც ამბობენ, ისტორია მეორდება ერთხელ ტრაგიკომედიის, მეორეჯერ კი ფარსის სახით. მეორდება ჩვენთანაც ისტორია. 2020 წლიდან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა “შალიკოს ფანჩატურიდან” “სალომეს ფანჩატურამდე”, – […]

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხის სესიაზე გატანას 28 მაისს აპირებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრია. საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილებოდა. უმრავლესობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან, გიორგი მსხილაძისგან, რომელმაც ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას ითხოვდნენ, რაზეც მან უარი თქვა. პარლამენტი ვეტოს დაძლევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას ხვალ, […]