გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა

„ქეი ეფ სი საქართველო“, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს – კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეთვრამეტე ობიექტი გახსნა. „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.გორში, ცხინვალის გზატკეცილი N14, ს/ც გორი მოლში უმასპინძლებს. KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – გიტანას ნაუსედასთან უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების უახლოეს მომავალში ხელმოწერაზე შევთანხმდი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გიტანას ნაუსედას ტელეფონით ესაუბრა და ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. „განვიხილეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მომზადება: სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, ევროპული საბჭოს სამიტი და ნატო-ს სამიტი. ლიეტუვა და პირადად პრეზიდენტი ნაუსედა ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ ეს მოვლენები წარმატებული იყოს უკრაინის, ევროპის ერთიანობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ბიძინა ბარათაშვილის, ცამეტი ასურელი მამის, სარგის კაკაბძის და […]

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. “პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტური საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში და სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული […]

თბილისის მერმა სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები მიმდინარეობს, მზადდება შენობა-ნაგებობის გამაგრება-გაძლიერების პროექტი, ასევე, ტარდება გეოლოგიური კვლევები. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „დიდუბის რაიონში, სამტრედის ქუჩაზე, მარტში მოხდა აფეთქება. ეს იყო “ნიკორას” სავაჭრო ობიექტი, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქვება გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზიანდა აღნიშნული კორპუსის ორი […]

პირველ კვარტალში ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში, ბიუჯეტის ათვისებამ 100.6% შეადგინა

ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მილიარდ 921 მილიონზე მეტი ლარის საკასო ხარჯი აითვისა, რაც დაგეგმილის 99.6 %-ია, წლიურ ჭრილში კი ეს მაჩვენებელი 24.5%-იან შესრულებას ნიშნავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება ათვისების მაჩვენებლებს პროგრამების მიხედვით, კაკაურიძის განმარტებით, […]

მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი ოფციიდან ერთ-ერთის არჩევა – სოსო ფხაკაძე ,,ქართულ ოცნებას” მიმართავს

Wissol ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე განცხადებას ავრცელებს: “მოგესალმებით მეგობრებო! როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ. ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე […]

გიტანას ნაუსედა სალომე ზურაბიშვილს – ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს, სადაც მან ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. „პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, გმადლობთ! ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპულ გზის მხარდაჭერას“, – წერს გიტანას ნაუსედა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. “მოუთმენლად ველით ჩვენი კავშირების გაღრმავებას, ერთობლივ მუშაობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის და უფრო ძლიერი და […]

თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრების ფარგლებში, კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს აგრძელებს, მათ შორის ამერიკის დელეგაციის წევრებთან. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარე კონგრესმენ, რიკ ლარსენს შეხვდა. „კონგრესის მეგობარი აქტი ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო განაცხადია ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის მხარდასაჭერად, რომელიც მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებს ითვალისწინებს მათზე, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას. შეხვედრებზე […]

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს მთავრობის მეთაურს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, ბულგარეთის მხარე დიდად აფასებს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს. დიმიტარ გლავჩევი აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში. „თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ, მიიღოთ […]