თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

28-დან 30 მაისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად. სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები სამი […]

„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!” – ხვალ 17:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

“რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!” – ხვალ პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია ჩაინიშნა. „ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც […]

ლარი ევროსთან 5 თეთრით გაუფასურდა, დოლართან – 4 თეთრით

28 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულებად 3.0058 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 5 თეთრით (0.0518 ლარით) მეტია. რაც შეეხება აშშ დოლარს, 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 28 მაისს 2.7680 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0434 ლარით, ანუ 4 თეთრით მეტია.

ბლინკენი: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები საქართველოს სწორი მიმართულებით დასაწინაურებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს ლიდერებს კი მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები, საქართველოს სწორი მიმართულებით დაწინაურებისთვის. სახელმწიფო მდივანი ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, კეთილდღეობის მქონე, ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში, რომლისკენაც ისწრაფვის საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა და რომელსაც ის იმსახურებს. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების […]

„ხელს უშლის ნატოსკენ მისწრაფებას“ – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ე.წ. “აგენტების კანონზე”

ე.წ. “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის პროექტი, რომელის ამოქმედებასაც საქართველოს პრეზიდენტის ვეტო აფერხებს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, ხელს უშლის საქართველოს როგორც ევროინტეგრაციას, ასევე ნატოსთან დაახლოებას. „ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფებებსა და ღირებულებებს“,- წერია განცხადებაში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის ამოქმედება სერიოზულად დააზიანებს საქართველოში […]

USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში გორგიას ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა, რომელსაც USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დირექტორი დევის ბლოდი, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი, ანა შენგელია, ესპანური ბრენდის ელბარკოს წარმომადგენელი, ქრისტინა კასტან, „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე გურული დაესწრნენ. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 3-თვიანი მოსამზადებელი კურსის შექმნას „გორგიას ხელოსანთა აკადემიისთვის“, რომელშიც დარგის ევროპელი სპეციალისტები სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7246 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0434 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9540 ლარს შეადგენდა. […]

უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოაწერეს. „უკრაინას შეუძლია მშვიდობისთვის ბრძოლაში, ყველა ღირებულების დაცვაში, რომელიც გვაერთიანებს, ესპანეთის იმედი ჰქონდეს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა. პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი მეათე სახელმწიფო გახდა, რომელმაც უკრაინასთან მსგავს ორმხრივ […]

რომელი მიმართულებებით გაიზარდა და შემცირდა ვაკანსიების რაოდენობა აპრილში? – PMCG

PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, jobs.ge-ზე ჯამში 7 884 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2024 წლის აპრილში, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიათა რაოდენობა მარტის თვესთან შედარებით 5.2%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა. 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით, ყველაზე სწრაფად მზარდი ვაკანსიების კატეგორია ადმინისტრაცია და მენეჯმენტი იყო. გასული ნახევარი წლის განმავლობაში, jobs.ge-ის პორტალზე ამ მიმართულებით […]

მარესკა ან ფრანკი – “ჩელსი” არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებს

“ჩელსი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე არჩევანს ენცო მარესკასა (ლესტერი) და ტომას ფრანკს (ბრენტფორდი) შორის გააკეთებს, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. “ლურჯები” კირან მაკენას კანდიდატურასაც განიხილავდნენ, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა. წყაროს ცნობით, ამჟამად მარესკასა და ფრანკს “ჩელსის” ჩაბარების თანაბარი შანსი აქვთ, თუმცა “არისტოკრატებს” მათ გადმოსაბირებლად, ბრიტანული კლუბებისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევთ. შეგახსენებთ, “ჩელსიმ” სეზონის დასრულების […]