საპროკურორო საბჭო 28 მაისიდან გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციების დაწყების პროცედურები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, […]

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა 90-მა ქვეყანამ დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა 90-მა ქვეყანამ დაადასტურა. „ახლა მონაწილეობა უკვე 90-მა ქვეყანამ დაადასტურა და ფართო წარმომადგენლობისთვის ჩვენ მსოფლიო ლიდერებთან მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტში ესპანეთის მონაწილეობა ისტორიული […]

„ახალგაზრდების შექმნილ პოლიტიკური პროცესს არაფერი აქვს საერთო ქარტიის „ბუტაფორიულ“ პოლიტიკურ ერთობასთან“ – ლევან კობერიძე

„ქარტია და მასში გაერთიანებული ოპოზიცია სხვაგანაა და რეალური პოლიტიკა სხვაგან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნეს-კონსულტანტი ლევან კობერიძე წერს და საზოგადოებას, 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტიის“ შესახებ საკუთარ მოსაზრებას უზიარებს. მისი თქმით, „პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახალგაზრდებმა შექმნეს და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებითაა მხარდაჭერილი სხვა შინაარსისაა და ამ ზარზეიმით დაანონსებული ქარტიის „ბუტაფორიულ“ პოლიტიკურ ერთობასთან […]

ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია დააჩქარებენ მოლაპარაკებებს სამმხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამის შესახებ სეულში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნ სეოკ-იოლი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანგი. გარდა ამისა, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობა (RCEP) არის „ღია და ინკლუზიური“ რეგიონალური ასოციაცია და მოუწოდეს […]

საერთაშორისო Web3 კონფერენცია DeGameFi-ის ორგანიზებით

რეგიონში უდიდესი WEB3 კონფერენცია DeGameFi, 2024 წელს მესამე წლიური ღონისძიებით ბრუნდება! 15 და 16 ივნისს „პულმან აქსის თაუერსში“ შემოუერთდით 1000+ დამსწრეს, შეხვდით წარმომადგენლებს ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Mastercard, Tether, The SandBox, Cointelegraph და სხვები. კონფერენციის დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, მოუსმინონ ტოპ სოლო სპიკერებს და გაეცნონ სხვადასხვა პროექტს საგამოფენო სივრცეში. Degamefi არის ბლოკჩეინის შესახებ მთავარი […]

მიხეილ სააკაშვილი – გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ – მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება

გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ – მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ გონივრულმა ნაბიჯებმა მისცა მათ შესაძლებლობა, რომ „ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინათ“. მისივე თქმით, ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას […]

შალვა პაპუაშვილი – ნაცვლად იმისა, ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ მზად არიან გაასაჯაროონ აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ვხედავთ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა

ნაცვლად იმისა, რომ ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ ისინი მზად არიან გაასაჯაროონ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ამ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან დასანანია, რომ ღირებულებებზე საუბრის უკან სინამდვილეში ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი […]

შალვა პაპუაშვილი – კომიტეტზე დღევანდელ განხილვას სიტყვა „იმიტომ“ გასდევს – ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქმე – ხვალ იქნება ვეტოს საკითხი განხილული

კომიტეტზე დღევანდელ განხილვას სიტყვა „იმიტომ“ გასდევს – ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქმე – ხვალ იქნება ვეტოს საკითხი განხილული , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ვიხილეთ, იყო ვიზუალიზაცია იმისა, რაც ბოლო 2 თვეზე მეტი […]

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი – ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ – დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის თქვენს ბრძოლას ვხედავთ

ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ, – ასე გამოეხმაურა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, კატრინ გერინგ-ეკარდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციას. „ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის თქვენს ბრძოლას ვხედავთ!“ – წერს კატრინ გერინგ-ეკარდი X-ზე.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რა რისკი შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას? – მიხეილ დაუშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას: „ფაქტობრივად, ჩვენი ყველა პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოები ღიად აფიქსირებენ პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით. მათ შორის, ისიც უკვე ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული […]