მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory საქართველოს შესახებ 36 წუთიანი ფილმი მოამზადა

მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში ( სახიფათო და შეუძლებელი ტური) – საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Youtube-ის მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory 36 წუთიანი ფილმი მოამზადა. Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა. ცნობილმა იუთუბერებმა სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალურ ტურში, გადაიღეს უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო […]
ნიკოლოზ ვაშაკიძე – ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, პარტია ევროპელი დემოკრატების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა. – ბატონო ნიკოლოზ, შესაძლოა ვცდებოდე, წელს საქართველომ დამოუკიდებლობის მორიგი წლისთავი კი აღნიშნა, წლევანდელ აღნიშვნას ისევე როგორც ყველა წინა წლებში პომპეზურობა არ აკლდა, მაგრამ, თავისი შინაარსით, ალბათ, ყველაზე უცნაური იყო, მთელი 33 წლის მანძილზე, რაც […]
შალვა პაპუაშვილი – როდესაც არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი – აქ არავისგან არაფერი დასამადლებელი და დასაშანტაჟებელი არ გვაქვს

როდესაც ჩვენ არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი! – აქ არავისგან არაფერი არც დასამადლებელი და არც დასაშანტაჟებელი არ გვაქვს , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამ კონტექსტში პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტის […]
შალვა პაპუაშვილი – როცა ვისმენთ აშშ-სა თუ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებებს, დღემდე ვერ ამოვიკითხე პირობა ქართველი ხალხისთვის, რომ შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე და მზად არიან, ხალხის მიმართ აჩვენონ ანგარიშვალდებულება

როდესაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებებს, დღემდე ვერ ამოვიკითხე ვერც ერთ განცხადებაში პირობა ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე, რომ ევროპიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე და მზად არიან, რომ ქართველი ხალხის მიმართ აჩვენონ ანგარიშვალდებულება. ეს პირიქით აჩვენებს, რომ ამ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს […]
შალვა პაპუაშვილი – თუ ვინმე ფიქრობს დედამიწაზე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი კანონის მიღება-არ მიღებაა, ან მიამიტია, ან განზრახ მავნებლობს – ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია

ვინმე თუ ფიქრობს დედამიწაზე, ან საქართველოში, ან თუნდაც სადმე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი არის ამ კანონის მიღება/არ მიღება, ან მიამიტია ან განზრახ მავნებლობს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უშლის თუ არა ხელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ნატოში ინტეგრაციას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია ნატო-ში […]
ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი, ზაქარაიას და კოსტა ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და CPLP-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღნიშნება 10 წლისთავი, რაც […]
ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველად დაიკავა გუნდური პირველი ადგილი

პერუს დედაქალაქმა ლიმამ 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობაზე იმყოფებოდა ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ირაკლი ვეკუამ (+102 კგ), რომელმაც ატაცში – 151 კილოგრამი, აკვრაში კი 196 კილოგრამი დააფიქსირა, ორივე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის შედეგად დაგროვებული 347 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა ირაკლი სილაგაძე (96 კგ). მან ატაცში […]
,, სანამ დათვის ტყავის გაყოფაზე გეგმებს დააწყობ, ჯერ საჭიროა დათვის მოსაკლავი გეგმის შემუშავება” – ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს: ,,ჩემი მოკრძალებული აზრით: ა) სხვის მიერ შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში საკუთარი პოლიტიკური კონტექსტის ჭეშმარიტებებით შესვლა აბსურდია; განზომილებათა აღრევაა. ბ) იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური არგუმენტები ჭეშმარიტებად აქციო, უნდა შეცვალო კონტექსტი და არა იხმალაო მათი მეშვეობით სხვის კონტექსტში, სადაც ეს არგუმენტები სრულ აბსურდს წარმოადგენენ. ——- ვინაიდან ფილოსოფიური ენით ნაწერი ზოგჯერ […]
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ – გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე

აქტიური და კომუნიკაბელური, სტუდენტი და ამავდროულად, მასწავლებელი, მომავალი კვების ტექნოლოგი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება და მის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს – ეს ანნა ჭიღლაძეა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი. ანნა ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც მიმდინარე წელს „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიატები გახდნენ. საქართველოში, კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი „ნიკორა ჯგუფი“ სტიპენდიას ყოველთვიურად აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების […]
შალვა პაპუაშვილი – შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“

შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც შეაფასა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთსა და იმავე მდინარეში შედის. „დააანონსეს კიდეც, პირველი: დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და რეპრესიები ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის სტილში დაანონსდა. ამიტომ, თავისთავად უკვე […]