ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ნავალნის საქმეებთან დაკავშირებულ მოსამართლეებს

ევროკავშირმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის 19 მოქალაქესა და სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს. სანქციების მიზეზად ევროკავშირმა დაასახელა ადამიანის უფლებების დარღვევა. სანქციების სიაში მოხვდა რამდენიმე მოსამართლე და პროკურორი. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებთან. ნავალნი თებერვალში გარდაიცვალა იამალის კოლონიაში, სადაც იხდიდა პატიმრობას. შეზღუდვები დაუწესდათ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის უფლებების […]

შალვა პაპუაშვილი – ხვალ დასრულდება პროცესი, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს – ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება

ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურაზე. მან სხდომის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 საათი განცხადებები გრძელდება, შემდეგ ვეტოს საკითხს განიხილავენ. „ქართველი ხალხის ინტერესია, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც […]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური – ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო მორიგ საქველმოქმედო აქციას ზესტაფონში ჩატარებს

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო მორიგ საქველმოქმედო აქციას ზესტაფონში ჩატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, 1-2 ივნისს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ტყუბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პედაგოგთა გადამზადების ტრენინგკურსს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს – „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ – უმასპინძლა. ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ტრენინგკურსი იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჰიბრიდულ აუდიტორიაში გაიმართა. პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის […]

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დარბაზში განთავსდა ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული პროექტის ფარგლებში ესპანეთიდან ჩამოიტანეს. „ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე […]

ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყების სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას უძღვებოდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის […]

კიმიხი “ბარსელონაში” არ გადავა

“ბაიერნის” 29 წლის ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი “ბარსელონაში” არ გადავა, – იტყობინება კატალონიური “სპორტი”. ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და “ბარსელონას” შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მიზეზი ისაა, რომ კიმიხის სეზონური გასამრჯელო გერმანულ კლუბში გადასახადების გადახდამდე 19.5 მილიონი ევროა, ამხელა ხელფასის გადახდაზე კი “ბარსა” არ დათანხმდა. კიმიხმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და […]

ლარი დოლართან და კიდევ 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა

ხვალ, 28 მაისს: · ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2,768 ლარი იქნება; · ერთი ევროს ღირებულება კი 3,0058 ლარი. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება საქართველოში დაიწყო „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, 15 მაისიდან. ლარის კურსზე ზეწოლის შესამცირებლად, 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღეს სავალუტო ბაზარზე ბოლო დღეებში „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო, რასაც […]

28 მაისს, 17:00 საათზე, პარლამენტთან ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება

ამშაბათს, 28 მაისს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება. „ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს […]

„საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს TOP ათეულშია“ – ILO

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს. ILO-ს სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებისა და ტერიტორიების უმუშევრობის დონე ასე ნაწილდება (TOP-20 ქვეყანა): 1. სამხრეთ აფრიკა – 29.2% 2. ჯიბუტი – 26.1% 3. პალესტინის ტერიტორია – 25.9% 4. კოსოვო – 25.6% 5. გრენადა – […]