პროკურატურა – სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით დაახლოებით 1 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის […]
“მივესალმებით თქვენს ძალისხმევას, სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად” – კამალა ჰარისი ზურაბიშვილს

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთება ამჯერად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოხატა. სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელიც 24 მაისით თარიღდება, ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნას და საქართველოს ურთიერთობას ამერიკასა და ევროპასთან ძირი გამოუთხაროს. კამალა ჰარისი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, “ანტი-დემოკრატიულ ზომაზე” ვეტოს დადების თაობაზე და მის […]
რეკლამის უმსხვილესი დამკვეთი ბიზნესები საქართველოში

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია: 2024 წლის I კვარტალში „ტელეიმედს” 100 000-დან 500 000 […]
რუსული რადარი უკრაინული დრონის სამიზნეში – რას ამბობს წყარო?

რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის საზღვრიდან მოშორებით განთავსებული შორი დისტანციის რადარი, კვირას უკრაინული დრონის სამიზნეში გახდა. ინფრომაცია ამის შესახებ კიევის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს მეორე ამ ტიპის დარტყმაა ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის სამხედრო მოქმედებების მონიტორინგისთვის იყენებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკის მახლობლად […]
ნათია თურნავა – სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების სტატისტიკას მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მხოლოდ 16%-ი აქვეყნებს და მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკია

ბოლო პერიოდში ვითარება და გამყარებული კურსი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გვეზრუნა რეზერვების შევსებაზე, რაც სრულიად გამართლებულია გლობალური და თუნდაც შიდა გამოწვევების ფონზე , – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ინტერვენციების განხორციელების ორი გზა არსებობს, რომელსაც სებ-ი საჭიროების მიხედვით მიმართავს. „ერთი ეს […]
ეგვიპტის საზღვარზე სროლა იყო – დაიღუპა ეგვიპტელი ჯარისკაცი

რაფაჰის გადასასვლელზე ისრაელისა და ეგვიპტის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, წინასწარი ინფორმაციით, ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს. „რამდენიმე საათის წინ ეგვიპტის საზღვარზე სროლა მოხდა, დაწყებულია გამოძიება, ეგვიპტურ მხარესთან დიალოგი მიმდინარეობს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის […]
გიგა ბოკერია – პროტესტთან ერთად, თავისუფალი სამყაროდან რეჟიმზე წნეხის მთელი წყება გვაქვს და სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს ცვლილებამდე

ჩვენს პროტესტთან ერთად, თავისუფალი სამყაროდან ამ რეჟიმზე წამოსული წნეხის მთელი წყება გვაქვს და სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებამდე , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართველი ახალგაზრდებისა და საზოგადოების პროტესტის დამსახურებაა, რომ ჩვენი მოკავშირეების მხრიდან […]
„საჭიროა, რომ ეს ვეტო წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტმა“ – თამარ კორძაია

დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, პრეზიდენტი ხვალ თავად უნდა მივიდეს პარლამენტში და ვეტო პლენარულ სხდომაზე სწორედ მან წარადგინოს: „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლის შესანარჩუნებლად ეს ვეტო საქართველოს პარლამენტში წარმოაჩინოს საქართველოს პრეზიდენტმა. ეს იქნება მისი პასუხი პარტნიორებთან მიმართებაში, რადგან პირველი აქცენტი, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ, ეს ვეტო არ უნდა დაიძლიოს და გაზიარებულ იქნას, ამისთვის საჭიროა, რომ ეს […]
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციების დაწყების პროცედურები განიხილეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან 28 მაისიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს. 23 მაისს, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, […]
პოლონეთი შეზღუდვებს აწესებს რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა გადაადგილებაზე

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს დააწესებს რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების გადაადგილებაზე. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც მიმდინარეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მისი თქმით, შესაბამისი ნოტა მალე გადაეგზავნება ვარშავაში რუსეთის საელჩოს. როგორც სიკორსკიმ განმარტა, ვარშავაში საელჩოს თანამშრომლები ნებართვის გარეშე ვერ იმოგზაურებენ მაზოვიეცკის სავოევოდოს გარეთ, სადაც მდებარეობს პოლონეთის დედაქალაქი, […]