მიხეილ დაუშვილი – „ქართულ ქარტიაზე“ პრეზიდენტთან საუბარი გვჭირდება – სალომე ზურაბიშვილს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. “რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მაგრამ ცხადია, რომ მართლმსაჯულების […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტიანი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში და სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრისას, […]

ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ 16 წელია – შალვა პაპუაშვილი NATO-ში გაწევრიანებაზე

„2008 წელს მოგვცეს დაპირება და დათვალეთ, ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ 16 წელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას „რუსული კანონის“ მიღებასთან კავშირი არ აქვს. „საქართველოში ან თუნდაც სადმე, ვინმე თუ ფიქრობს, რომ NATO-ში ჩვენი წევრობის ერთადერთი საკითხი ამ კანონის მიღება-არ მიღებაა, ან მეამიტია, ან განზრახ […]

ისრაელის რაფაზე თავდასხმას საერთაშორისო შეშფოთება მოჰყვა

“ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების მიერ, ორშაბათს გავრცელებული ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმამ მასიური ხანძარი გამოიწვია, რასაც რაფას კარვების ბანაკში, 45 ადამიანი ემსხვერპლა. ამან მსოფლიო ლიდერების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც მოუწოდეს თავდასხმის შეჩერების შესახებ, მსოფლიო სასამართლოს ორდერი აღსრულდეს. ისრაელმა განაცხადა, რომ პირველადი გამოძიების მონაცემებით, „ჰამასის“ მეთაურებზე დარტყმამ ხანძარი გამოიწვია. გადარჩენილებმა თქვეს, რომ დარტყმის დროს, ოჯახები დასაძინებლად […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტ კრისტოფ რისს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის დასახეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის მოსახლეობისთვის […]

მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 15.6 მლნ ლარი შეადგინა – ვინ მიიღო ყველაზე მეტი

2024 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 14 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 64.9% პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 18.4% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა. სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის პირველ […]

,,მე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს”

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე სახელწოდებით „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას მოიაზრებს. აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა. მანვე აღნიშნა, რომ “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო”. „არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფორმალურმა პრეზიდენტმა […]

რუსეთი, ფინეთთან საზღვრის დასაცავად, აეროსტატებს იყენებს

ფინეთთან საზღვრის მონიტორინგის მიზნით, მოსკოვმა დიდი ზომის საფრენი აპარატების , აეროსტატების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას news.err-ი ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, აეროსტატები, რომლებსაც ფიქსირებული ადგილმდებარეობა გააჩნიათ, რუსეთი-ფინეთის საზღვარს კარელიის რესპუბლიკაში აკონტროლებენ. „საჰაერო ბურთს ჰაერში უწყვეტად დარჩენა რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია. სისტემა რადარულ და ვიდეო მეთვალყურეობას უზრუნველყოფს, – აცხადებს რუსული მედია, – საზღვრის დამრღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, […]

ნათია თურნავა – სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების სტატისტიკას მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მხოლოდ 16% აქვეყნებს და მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკია

ბოლო პერიოდში ვითარება და გამყარებული კურსი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გვეზრუნა რეზერვების შევსებაზე, რაც სრულიად გამართლებულია გლობალური და თუნდაც შიდა გამოწვევების ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ინტერვენციების განხორციელების ორი გზა არსებობს, რომელსაც სებ-ი საჭიროების მიხედვით მიმართავს. „ერთი ეს არის […]