ნიკა გვარამია: არა უშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში – ყველაფერი კარგად იქნება

არა უშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში – ამის შესახებ პარტია “ახლის” ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე. არა უშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში, […]

“[რუსული კანონი] არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება, იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს” – თამაზ დაუშვილი

ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ “რუსული კანონი” მოდიფიცირებას არ ექვემდებარება და ის უბრალოდ უნდა გაუქმდეს. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაუშვილი კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს საკითხის გაანალიზებას სთხოვს. „იხელმძღვანელეთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ – წერს დაუშვილი. „კანონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზებას ახდენს, აბსოლუტურად […]

“ჩელსის” დიდი ალბათობით, ენცო მარესკა გაწვრთნის

“ჩელსის” დიდი ალბათობით, “ლესტერის” ამჟამინდელი დამრიგებელი ენცო მარესკა გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. ბრიტანელი ჟურნალისტის ცნობით, “ლურჯებმა” “მელიებისგან” უკვე აიღეს ნებართვა, რომ იტალიელ სპეციალისტთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ. “ჩელსი” მარესკას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, “ლესტერს” კი კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაუხდის. მარესკამ “ლესტერი” 2023 წლის იანვარში ჩაიბარა, გუნდს ჩემპიონშიპი მოაგებინა და პრემიერლიგაში […]

გვარამია: თავის სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა, 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა

პარადოქსული ღამე იყო: საკუთარ სინდისთან მართალ მილიონს არ ეძინა და 84 ისტორიული ნაძირალა მშვიდად ფშვინავდა ფუმფულა ბალიშებზე. არა უშავს, წუხანდელი უძინარი სამშობლოს წინაშე პირნათელი მილიონი ბედნიერებას იპოვის აქ, საკუთარ სამშობლოში, იმ 84-ს კი სიცოცხლის ბოლომდე არ დააძინებს მოღალატის დამღა. ყველაფერი კარგად იქნება.

ლარი უფასურდება – Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7975 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7975 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია.

რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას “ოცნება” დღეს, 28 მაისს აპირებს – დაგეგმილია საპროტესტო აქციები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო დღეს განიხილება. ეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა. სავარაუდოა, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურას კენჭის დღესვე უყრიან. ვეტოს დაძლევის შემდეგ აღარ რჩება არანაირი სამართლებრივი ან პროცედურული ბერკეტი, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლის. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. თავიდან, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, დეპუტატები […]

ზურაბ ჯაფარიძე – სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის აქტი – შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ – 5 თვე გვექნება ამისთვის

სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან, სადაც აღსრულდება ღალატის აქტი – შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ, 5 თვე გვექნება ამისთვის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე იქნება. […]

თბილისში ოჯახი 89 წლის კაცს ეძებს

თბილისში ოჯახი 89 წლის კაცს ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან, გლდანიდან, ქერჩის ქუჩიდან დღეს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ახლობლები მოქალაქეებს მიმართავენ თხოვნით, რომ თუ ვინმე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ან დაკარგულს სადმე შენიშნავს, დარეკოს ნომერზე: 599033056 ან შეატყობინოს პოლიციას.

დღეს, 11:00 საათიდან, პარლამენტის უკან, აქცია გაიმართება

დღეს, 28 მაისს, 11:00 საათიდან პარლამენტის უკანა მხარეს მოქალაქეები “რუსული კანონის” საპროტესტო აქციას გამართავენ. ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” ავრცელებს. “ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის უკან დილის 11 საათიდა. ვეტოს დაძლევის ბოლო დღეა, ამიტომ ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ აქციაზე ყოფნა. პლენარული სხდომა დიდი ალბათობით გაიწელება მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისად ჩვენ არ უნდა მივცეთ “რუსულ ოცნებას” მოდუნების საშუალება! […]

„IMF ხაზს უსვამს, რომ სებ-ის მმართველობასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინები არსებობს“ – ეკონომისტი

IMF-ის შეფასების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის განმავლობაში რეზერვების შესყიდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, წლიურ ჭრილში სავალუტო რეზერვების დონე მაინც შემცირებულია, ხოლო რეზერვების მთლიანი მოცულობა იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. „ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ“, – ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში. […]