Nike-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

Nike-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. დაკავებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უცხო ქვეყნის მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქ. თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, […]
„წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში“ – ევროკავშირის საბჭო

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი ე.წ. „რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „საბჭო ინფორმირებული იყო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებასა და პრინციპებს. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი […]
ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევს – ბაქოსთან სამოკავშირო ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

აზერბაიჯანმა მიაღწია აღიარებულ წარმატებებს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით მსოფლიო ასპარეზზე და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბაქოსთან სამოკავშირო ურთიერთობებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც მან აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა. პუტინის თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, […]
დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის

დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. როგორც საგარეო საქმეთა […]
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა. „მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ერთობლივ […]
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ფრანგი ინსტრუქტორების შესახებ გავრცელებული ცნობა დააზუსტა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, რომ უკვე არსებობს საბოლოო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უკრაინაში მუშაობას დაიწყებენ ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები. თავდაცვის სამინისტროს მიერ 27 მაისს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ პირველად 2024 წლის თებერვალში გამოხატა ინტერესი უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორების მიღების პერსპექტივისადმი და ამჟამად დისკუსიები გრძელდება საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებთან. ოფიციალური ცნობის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გენერალურ შტაბთან ერთად […]
„თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხარით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“ – პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა

„თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხარით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“ – პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხარით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვაში განაცხადა. „დღეს 27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, […]
დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ძალაში შევიდა

დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ძალაში შევიდა დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე დღეიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის რესპუბლიკაში და დაყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს […]
პარლამენტთან აქცია ლოზუნგით – „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ გაიმართება

პარლამენტთან აქცია ლოზუნგით – „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ გაიმართება საქართველოს პარლამენტთან აქცია ლოზუნგით – „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 17:00 საათზე დაიწყება. აქცია პარლამენტთან იგეგმება პლენარული სხდომის პარალელურადაც, რომელზეც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავენ. „28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას […]
რონალდო რეკორდსმენია, ტრავმირებული კვირკველია გადარჩა – ვინ ითამაშებს ევრო 2024-ზე საუდის არაბეთიდან

საუდის არაბეთის ლიგა, რომელმაც სეზონის დაწყების წინ დიდი ინტერესი გამოიწვია, დასრულდა. აქ ხომ არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გადაბარგდა. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მოტივატორი კრიშტიანო რონალდო იყო. ყველაფერი იდეალურად არ განვითარდა, მაგალითად, ჯორდან ჰენდერსონი “აიაქსში” “გაიქცა”… ჩემპიონი “ალ ჰილალი” გახდა, სადაც მაროკოელი მეკარე ბონო, კულიბალი, ნევეში, მილინკოვიჩ-სავიჩი და მიტროვიჩი გამოდიან. რაც შეეხეება ლეგენდარულ პორტუგალიელს, რონალდომ (“ალ […]