პარლამენტში ონლაინ მედიას რუსული კანონის საბოლოო კენჭისყრის დღესაც არ უშვებენ

საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით. ეს მოხდება საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უკვე ონლაინ მედიას აკრძალული აქვს შესვლა, მათ შორის, აკრედიტებულ ჟურნალისტებს. პარლამენტში შეზღუდულად არიან დაშვებული მხოლოდ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები, სხვა მედიებისთვის კი აკრძალვა მოქმედებს 8 აპრილიდან — იმ დღიდან, როცა პარლამენტის ბიუროზე რუსული კანონი გაიტანეს. შესაბამისად, მედიის დიდ ნაწილს […]
ულტრა თხელი და მძლავრი ASUS Zenbook 14 OLED-ის უპირატესობები

როგორია ძირითადი კრიტერიუმები თანამედროვე ნოუთბუქის არჩევისას, რომელიც განკუთვნილია მუშაობისა და შემოქმედებისთვის? – ის არა მხოლოდ თხელი, მსუბუქი და კომპაქტური უნდა იყოს, არამედ მძლავრიც. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალ ASUS Zenbook 14 OLED-ს, რადგან მისი ყოველი ასპექტი სრულყოფილებამდეა მიყვანილი. ეს ნოუთბუქი იდეალურია სამუშაოსთვის და ყოველდღიური ამოცანებისთვის. შესრულება და ავტონომიურობა ამ მოდელის მთავარი უპირატესობა არის ხელოვნური […]
იაგო ხვიჩია – აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე – მცირე შანსს ვტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს გონება გაუნათდეთ – მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, პარლამენტიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს

მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან [პარლამენტიდან] ღალატის ხმები გამოდიოდეს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს. როგორც მან განმარტა, მცირე შანს ტოვებს, რომ კოლეგებს გონება გაუნათდეთ. “მოლოდინი მაქვს, რომ “ქართულ ოცნებას” […]
BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრმა ინტენსიური პრე-აქსელერაციის პროგრამა განახორციელა. პროგრამაში მონაწილე გუნდებიდან სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა. გამარჯვებულებისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა. 10 000 ლარიანი ჯილდო BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს Speak-ს გადაეცა – AI ხელსაწყო მეტყველება და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომელიც საკომუნიკაციო ბარიერს ჟესტური […]
ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

ნორვეგიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორი დღის წინ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში შეხვედრის დროს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ მუსტაფას აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეუძლია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დიდი იმპულსი მისცეს, […]
სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს

სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა ალჟირში ვიზიტისას განაცხადა. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ, მე გადავწყვიტე ხუთშაბათს, პალესტინის აღიარების საკითხის ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება გამოვიტანო“, – განაცხადა რობერტ გოლობმა. ასევე, გუშინ ბრიუსელში, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფიონმა აღნიშნა, რომ […]
მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაგვის ხეობაში ჯომარდობა გამართეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2024“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, „ჯომარდობა-2024“-ში მონაწილეობა 13 ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს. სპორტული ღონისძიება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. როგორც ჯომარდობის მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა არჩვაძე აღნიშნავს, საუნივერსიტეტო […]
რელიგიის სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს სომეხ მოქალაქეებს მოწამეთა ხსენების დღეს ულოცავს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს სომეხ მოქალაქეებს მოწამეთა ხსენების დღეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ივლისში საქართველოს გავლით ჩინეთიდან თურქეთში სატრანზიტო ავტოგადაზიდვა დაიგეგმა – ეკონომიკის სამინისტრო

შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა – ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ამჯერად ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში განხორციელდეს. ეკონომიკის სამინისტროს […]