სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს

სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა ალჟირში ვიზიტისას განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ, მე გადავწყვიტე ხუთშაბათს, პალესტინის აღიარების საკითხის ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება გამოვიტანო“, – განაცხადა რობერტ გოლობმა.
ასევე, გუშინ ბრიუსელში, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფიონმა აღნიშნა, რომ ის მთავრობას რეკომენდაციას გაუწევს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცედურები მიმდინარე კვირაში დაასრულოს და გადაწყვეტილება სლოვენიის პარლამენტს გადაუგზავნოს.
შეგახსენებთ, გასულ ოთხშაბათს, ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გამოაცხადეს. მათი გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში დღეს შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის