ცნობილია, რა თანხას მიიღებს კონტე, თუ მომავალ სეზონში “ნაპოლის” გააჩემპიონებს

“ნაპოლის” მომდენო სეზონში დიდი ალბათობით, ანტონიო კონტე გაწვრთნის. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ. Football Italia-ს ცნობით, კონტე “პარტენოპეისთან” 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ასევე იტალიელი სპეციალისტი საიმიჯო უფლებებს თავად განკარგავს. მხარეები ახლა კომპენსაციის თანხაზე მსჯელობენ, იმ შემთხვევაში, თუკი დე ლაურენტისი მის ვადაზე ადრე დათხოვნას განიზრახავს. კიდევ ერთი იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ინფორმაციით, “ნაპოლი” […]

„ტურისტების 20 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 10 ჩამოდის“ – ია თაბაგარი

ტურიზმის სექტორში ჯავშნების გაუქმების ტენდენცია შეინიშნება – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა ეკონომიკის მინისტრის ბიზნესთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, მისი თქმით ტურისტების 20 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 10 ჩამოდის. თაბაგარის განმარტებით ეს ტენდენცია ჯერჯერობით დრამატულად არ ჩანს, რადგან ტურისტებს თვითმფრინავის ბილეთებში და სასტუმროს ნომრებში თანხები წინასწარ აქვთ გადახდილი, თუმცა […]

„ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ“ – ბორელი

ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. მისი თქმით, კანონის ამოქმედება საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე გავლენა ექნება. „კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო […]

„რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდებათ“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის ტერიტორიაზე რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდებათ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „პოლონეთი შეზღუდვებს დაუწესებს ჩვენს ქვეყანაში რუსი დიპლომატების გადაადგილებას, რომელიც პოლონეთში რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს შეეხება,“ – ამბობს სიკორსკი. მინისტრმა დააკონკრეტა, რომ დიპლომატებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მაზოვიაში, ხოლო კონსულებს იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში […]

ევროპარლამენტარი თიის როიტენი – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს

ევროპარლამენტარ თიის როიტენის განცხადებით, გულწრფელად იმედოვნებს, რომ „საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს“. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა“, – წერს X-ზე თიის როიტენი.

რიმა ბერაძე – გუნდი ერთიანია, მთლიანი და ვეტო დაძლეული იქნება – თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ

გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა. რაც შეეხება ფაქტს, ელოდება თუ არა, ის სანქციების ამოქმედებას, ბერაძე პასუხობს, რომ აღნიშნულისთვის მზად არის. „ამაზე […]

მაკა ბოჭორიშვილი – დღეს ვეტო დაძლეული იქნება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ვეტო დაძლეული იქნება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა. ამასთან კითხვაზე, ვეტოს დაძლევის შემდეგ ელოდება თუ არა სანქციებს თუნდაც ინდივიდუალურ დეპუტატებზე, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესები დამკვიდრდება მსოფლიოში. „არაფერი შეცვლილა იმ ობიექტურ საფუძვლებში, რის გამოც ეს კანონი […]

უხვი ნალექის გამო კახეთის რამდენიმე სოფელი დაიტბორა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გადაუღებელმა წვიმებმა კახეთში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო რეგიონში რამდენიმე მდინარე ადიდდა და დამცავი კალაპოტები გაარღვია. შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება სოფელ ლალისყურში, ართანასა და ფშაველში, სადაც დაიტბორა ნაკვეთები, თხილის ბაღები და სახლებია დატბორილი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სანიაღვრე არხები გასაწმენდია, რის გამოც წყალი გზებზე […]

სანდრო რაქვიაშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება ცუდი გზის დასაწყისია

„გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მაღალი ალბათობით, დღეს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, თუმცა, იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე უარს იტყვის. როგორც რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის და მათ შორის, „გირჩის“ ამოცანაა, ქვეყანა ისევ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს. „მაღალი ალბათობით, ვეტო დაიძლევა. ბუნებრივია, სანამ კენჭისყრის შედეგები არ დაიდება, იმედი მექნება, რომ „ქართულ ოცნებაში“ […]

რადოსლავ სიკორსკი – უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოვრიცხოთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მისმა ქვეყანამ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხოს. პოლონურ მედიასთან ინტერვიუში კითხვაზე, მზად იყო თუ არა პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის, სიკორსკიმ უპასუხა : „ეს არ უნდა გამოვრიცხოთ”. ამასთან, სიკორსკის არ დაუკონკრეტებია, რა როლი უნდა შეასრულონ ასეთმა ჯარებმა. დასავლური ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ […]