უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება

დენის შმიჰალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამხედრო დახმარების საკითხის განსახილველად, ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრა პრაღაში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ გაავრცელა. დაგეგმილი შეხვედრის წინ საუბრისას, ფიალამ გაიმეორა, რომ ჩეხეთის ინიციატივით შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი ტვირთი, უკრაინაში ივნისში ჩავა. „ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც ამ რთულ მომენტებში, უკრაინის დახმარების კოორდინაციას და გაძლიერებას ეხება“, – განაცხადა […]
კიევი: ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინის სასწავლო ცენტრებს ეწვევიან

უკრაინის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს საშუალებას აძლევს უახლოეს მომავალში უკრაინის სასწავლო ცენტრებს ეწვივნონ. „მივესალემები და მოხარული ვარ საფრანგეთის ინიციატივის გამო, გამოგზავნოს სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში, სამხედროების მოსამზადებლად“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ ალექსანდრ სირსკიმ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, სებასტიან ლეკორნუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. „მე უკვე მოვაწერე ხელი […]
ბორელი: ივნისში გადავწყვეტთ, რა რეაგირება გვექნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. “უცხოეთის გავლენის კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესებამება. თუ კანონი ძალაში შევა, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ივნისში განვიხილავთ იმას, თუ რა პასუხი და ქმედება მოჰყვება ამას ევროკავშირის მხრიდან”,- წერს ბორელი. მისივე თქმით, “ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი ევროკავშირის მომავლის მიმართ”. […]
უკრაინა ბელგიასთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას აფორმებს, რუსეთი კი ხარკივისა და დონეცკის რეგიონებს უტევს

უკრაინამ და ბელგიამ სამშაბათს უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი ბრიუსელში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას მოეწერა, კიევი F-16 ტიპის 30 ავიაგამანადგურებელს მიიღებს. “ეს დოკუმენტი მოიცავს ბელგიისგან უკრაინისთვის სულ მცირე 977 მილიონ ევროს დახმარებას, ასევე ბელგიის ერთგულებას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა მისი 10-წლიანი ვადის განმავლობაში”, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში. შეთანხმებას ხელი ბელგიის მხრიდან პრემიერ-მინისტრმა […]
საერთაშორისო უკმაყოფილების ფონზე ისრაელი ქალაქ რაფაზე შეტევას აგრძელებს

ღაზაში, ქალაქ რაფაზე ისრაელის შეტევა გრძელდება და როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაცია უკვე ქალაქის სიღრმეში მიმდინარეობს. ადგილობრივები „როიტერს“ უყვებიან რომ, რომ ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და ტყვიამფრქვევებით ისრაელის ჯარი უკვე გამოჩნდა ალ-ავდას მეჩეთთან, რომელიც ცენტრალურ რაფაში მდებარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები განმარტავენ, რომ ქალაქ რაფაზე შეტევა გრძელდება, თუმცა გარკვეულ წინსვლაზე მინიშნება არ კეთდება. უწყება […]
ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, რუსული კანონის გაუქმების რა სამართლებრივი გზები არსებობს? – ლევან ალაფიშვილის განმარტება

„საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია არა მხოლოდ გააუქმოს, მას უფლება აქვს, 6-თვიანი, თუ 1-წლიანი განხილვის პროცესში, შეაჩეროს გამჭვირვალობის კანონის კონკრეტული გასაჩივრებული ნორმების მოქმედება“, – ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან ერთად, ალაფიშვილმა ისიც გვითხრა, რომ ბოლო წლებში საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი ძალის მიმართ პოლიტიკურად ლოიალურია, ამიტომ იმის ალბათობა დაბალია, რომ მან სადავო კანონი შეაჩეროს, მაგრამ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7847 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7847 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7847 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0167 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0295 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0058 ლარს შეადგენდა. […]
ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს

ირლანდიისა, ნორვეგიისა და ესპანეთის მთავრობებმა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს. ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხოლ მარტინმა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მოხდება პალესტინელებთან სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. „მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას პალესტინის სახელმწიფოსთან. პალესტინის ხელისუფლების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობა ირლანდიაში პალესტინის მისიას საელჩოს სტატუსზე გადაიყვანს და სახელმწიფოს ელჩის დანიშვნას დანიშნავს. პალესტინა […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7847 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7847 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7847 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0167 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0295 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0058 ლარს შეადგენდა. […]
თელავის მერია – თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ფშაველში, ართანაში, ლალისყურში, სანიორესა და ჯუღაანში. ადიდებულია მდინარეები და სოფლის ხევები, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სანიაღვრე არხების კალაპოტიდან გადმოსული წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შევიდა. „გვიან ღამით, ადგილზე მუშაობა დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა. კრიტიკულ ადგილებში, […]