შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 7 ქვეყნის სპიკერებს – საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის – ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება

მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ეხება. მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში,’’- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს […]
2024 წლის ახალი “ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” – სულ მალე საქართველოში

ახალი “ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს” გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. თავად განსაჯეთ: მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი “პრადო” სერიით J250 და ის სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი “ტოიოტა ცენტრ თბილისში”, “ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და “ტოიოტა ცენტრ ბათუმში”. პირველი, რაც თავიდანვე უნდა ითქვას: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა […]
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს თანდართულ კანონპროექტთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს. პრეზიდენტის კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს და შემდეგ ის უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების […]
კახა კალაძე „ქართულ ქარტიაზე“ – ერთი პატრონი ჰყავთ და მათი შეყრა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია – ეს ჩვენ რომ მოგვენდომებინა, შეიძლება, ვერ გაგვეკეთებინა, ამისთვის მადლობა სალომე ზურაბიშვილს

მათ ერთი პატრონი ჰყავთ და დღეს უკვე მათი ერთად შეყრა არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ეს ჩვენ რომ მოგვენდომებინა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა, ამისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა , – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას – “ქართულ ქარტიას“. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება. მისი განმარტებით, ამით კიდევ […]
კახა კალაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე – ურთიერთობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით

ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ჩინეთთან, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. „ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული. ზოგადად, ჩინეთის […]
თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული 2 ე.წ. მილიციელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ე.წ. მილიციის ორ თანამშრომელს ჯარიმის გადახდა დააკისრა. გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ე.წ. მილიციის ორი თანამშრომლის – ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების განხილვა დაასრულა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თემურ კარბაიაზე ფიზიკურად იძალადეს, “ხელებით და ფეხებით […]
პოლონეთის პრეზიდენტის, დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. დუდას ავტოკოლონამ კოლას რაიონის სოფელ კეშეტაში გაიარა, სადაც მამაკაცმა მანქანას პეტარდა ესროლა. თავდამსხმელი დააკავებულია. მედია წერს, რომ, მამაკაცის თქმით, პეტარდით მას ჩიტების შეშინება სურდა.
„თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენ შვილებს პასუხი რატომ მოექეცით თქვენ ქვეყანას ასე“ – გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სხდომაზე განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამდვილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ […]
ჩვენი შვილები იამაყებენ, იმით რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ – ნინო წილოსანი

ჩვენი შვილები იამაყებენ, [იმით] რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა „წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ, [იმით] რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით, ისტორიის ფურცლებზე, აი მაგას დაგანახებთ. […]
„სერიოზულად ტროლავს იაგო ე.წ. პრეზიდენტს“ – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი: „სერიოზულად ტროლავს იაგო ე.წ. პრეზიდენტს. ახალი კონსტიტუციის შექმნისკენ მოუწოდებს და ამ შემთხვევაში გვერდში დაგიდგებითო. მაგის და მისი საპარლამენტი მდივნის მიერ დაწერილი კონსტიტუცია დამანახა და მეტი არაფერი მინდა. რატომ არ მინდა? იმიტომ…“