ჩინეთი უძლიერესი ეკონომიკის ქვეყანაა, შესაბამისად, ურთიერთობის გაღრმავებას მივესალმებით – კალაძე

ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ჩინეთთან, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. „ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული. ზოგადად, ჩინეთის […]

კალაძე: ვერ მომიყვანთ მაგალითს, როცა მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეებზე არ ძალადობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან და საქართველოს მასშტაბით რუსულ კანონს აპროტესტებენ. ამ ხნის განმავლობაში პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმებმა არაერთხელ გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების დასაშლელად. სოციალურ ქსელებში ათეულობით კადრი გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ დაკავებების პარალელურად სპეცრაზმელები მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან, […]

მონიტორი: გია ვოლსკის შვილი აშშ-ში 476 000-დოლარიან სახლს ფლობს

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შვილმა აშშ-ში 476 000 დოლარად სახლი შეიძინა. მათი ცნობით, სანდრო ვოლსკიმ სახლი ვაშინგტონში 2019 წელს იყიდა. ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ერთ-ერთია უმრავლესობის დეპუტატებს შორის, რომელიც რუსული კანონის მიღებას მხარს უჭერს.

„ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა“ – კახა კალაძე

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა: „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს […]

“ჩემს ბიზნესს დღეს უჭირს, თუმცა იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს” – კახა ხაზარაძე

იმ 84 ადამიანიდან ბევრს ვიცნობ. გაუგებარია 84 ადამიანი ერთი ემოციის და ღირებულების ქვეშ. ჩემთვის ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ვეტო არ იქნება დაძლეული,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ICR-ის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვეტო ის წყალგამყოფია, რის შემდეგაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისები დაიწყება, რაც ბუმერანგივით […]

შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილი ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს

შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილი ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილი ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს. “ძვირფასო კოლეგებო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ეხება. მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული […]

რეზერვების გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ 48.7 მილიონი დოლარის რეზერვის გაყიდვის მიუხედავად, ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან, მათ შორის ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურდა. 29 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა დოლართან 1,67 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან — 2.37 თეთრით. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ღირებულება 2.7847 ლარი გახდა, ევროსი კი — 3.0295 ლარი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე […]

რომან გოცირიძე უმრავლესობას – საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს – ყველაფერს კარგად გრძნობთ, მაგრამ იმ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ უზნეო სისტემაში ხართ დატყვევებული!

საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს! ყველაფერს კარგად გრძნობთ, მაგრამ იმ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ უზნეო სისტემაში ხართ დატყვევებული! – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გოცირიძემ განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების რეალური მიზანი რუსულია და ეს მიზანია […]

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის სპიკერებს – ვინაიდან, საკითხი თქვენს გადასახადის გადამხდელებსაც ეხებათ, იქნებ გამოიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლოთ საკითხი და დაფინანსების მიზნობრიობა

მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხება. მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფარული საგარეო ჩარევის საფრთხეების ფონზე, […]

Reuters – დანიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

დანიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტი დანიის პარლამენტში ოთხმა მემარცხენე პარტიამ თებერვალში წარადგინა. „ჩვენ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არ შეგვიძლია, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა აპრილში, […]