შალვა პაპუაშვილი 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერებს პასუხობს

ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ასე რომ, საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილში, რომელიც მან 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს მან გაუგზავნა. 7-მა […]
ბაიდენის არყოფნა უკრაინის მოლაპარაკებაზე პუტინს აწყობს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში, ამ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმება. კიევის მიერ ორგანიზებული სამშვიდობო სამიტი მომავალ თვეში, შვეიცარიაში გაიმართება. შეხვედრაზე უკრაინას რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მასპინძლობის იმედი აქვს, რათა ომის შეჩერებისა და რუსეთზე ზეწოლის თაობაზე, მაქსიმალურად ერთიანი აზრი შემუშავდეს. რუსეთი, რომელიც მეზობელ […]
ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ აღიარეს პალესტინის სახელმწიფო

მიუხედავად ისრაელის ხელმძღვანელობის მრისხანე რეაქციისა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ სამშაბათს ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო. “ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – დაეხმაროს ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობის მიღწევაში”, – განაცხადა სამშაბათს ერისადმი მიმართვაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. ოსლომ და დუბლინმა ასევე განაცხადეს, რომ ცდილობენ დააჩქარონ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევა ისრაელსა და პალესტინურ […]
პარლამენტის მთელ პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული – პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია განთავსებული მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშიც

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია განთავსებული. ეზოში შსს-ს რამდენიმე ავტობუსი დგას, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებიან. პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები დილიდან აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონს. “ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით ისმის შეძახილები “რუსებო”, “მონებო”, “მოღალატეებო”. სამართალდამცველები მობილიზებული არიან პარლამენტის მთლიან პერიმეტრზე.
ხატია დეკანოიძე უმრავლესობას – ბიძინა ივანიშვილი წავა, დაიმალება, თავს უშველის და თქვენ რა გეშველებათ მონებო, რომ სამშობლოს გამყიდველები გერქმევათ მთელი ცხოვრება?

თქვენ ხართ ქვეყნის გამყიდველები და მხოლოდ ის გაინტერესებთ, აქედან რომ წახვალთ, თქვენმა პატრონმა, ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფული და ფინანსური რესურსი ადარებს, შეგაქოთ, იმიტომ, რომ მეტი სინდისი, მეტი მორალი გარდა იმისა, რომ ფული იშოვოთ, ბიძინა ივანიშვილის მონები იყოთ, უბრალოდ არ გაგაჩნიათ, არც გექნებათ არასდროს, – ამ სიტყვებით „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა. […]
შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს – თქვენში, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული, ისეთი ღვარძლით საუბრობდით ეს 9 წუთი

თქვენში, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული, ისეთი ღვარძლით საუბრობდით ეს 9 წუთი,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში ხატია დეკანოიძის 9 – წუთიანი სიტყვით გამოსვლა, სადაც ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატზე ისაუბრა, კომპლექსების ამოძახილია, რადგან ის თავად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანია. „ქალბატონო ხატია თქვენ […]
არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას – გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან, ყველას ჩაეთვლება, თუნდაც ბოლო მომენტში ნათქვამი

დამდგარა ჟამი, როდესაც მმართველებს შეშლიათ, ამ ბატონებს და ქალბატონებს უთქვამთ – არა! გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან. ყველას ჩაეთვლება, თუნდაც ბოლო მომენტში ნათქვამი, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა და მათ შორის დრამატული შეცდომა, მთავარია ყველაზე კრიტიკულ მომენტში რა […]
პარლამენტთან მომიტინგეებმა პერფორმანსი გამართეს

საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, მომიტინგეებმა პერფორმანსი გამართეს. კერძოდ, მოქალაქეებმა დიდი ზომის პლაკატი გაშალეს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა. როგორც პერფორმანსის ორგანიზატორებმა განმარტეს, აღნიშნული ფოტოსურათი რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და პროტესტის მონაწილეების სახეს გამოხატავს. ასევე, აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ […]
შალვა პაპუაშვილი 7 ქვეყნის სპიკერებს – შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს კანონის სტიგმატიზება – „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა

გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს. მისი თქმით, სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და […]
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 7 ქვეყნის სპიკერებს – მრავალი მცდელობის მიუხედავად, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, უზრუნველეყოთ გამჭვირვალობა, უშედეგო აღმოჩნდა – უფრო მეტიც, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფარული სქემის აღმოჩენას, რითაც პოლარიზაციის წახალისება ხდება

გამჭვირვალობის პრობლემა საქართველოში მსოფლიოს ყველა წერტილიდან მომდინარეობს. თუმცა, ვინაიდან, თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენთ, ნება მომეცით, თქვენთვის შესაბამის ერთ-ერთ მაგალითზე – ევროპის დემოკრატიის ფონდზე გავამახვილო ყურადღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, […]