„ევროპული გრანტი 2 თვით დაგვიპაუზდა. მოვლენებს აკვირდებიან“ – მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ბიზნესი თუ ავსებს დეკლარაციებს, პრობლემას ვერ ხედავს გამჭვირვალობის ეს სტანდარტი მედიასა და არასამთავრობო სექტორზეც გავრცელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს უცხო ძალის გამტარად რეგისტრაცია არ უწევს და “რუსული კანონიც” ცალსახად სცდება დეკლარაციების ჩაბარების ჩარჩოს, ჭელიძე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ არის. “რაც შეეხება „უცხოური გავლენის […]
20 წ. | ვიწყებთ ავსტრალიით – მსოფლიო რაგბმა კალენდარი გამოაქვეყნა

მსოფლიო რაგბმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი 2024 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა. 20-წლამდელთა მე-14 ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ქეიფთაუნში გაიმართება და საქართველო, რომელმაც შარშან, იმავე სამხრეთ აფრიკაში სარეკორდო მე-8 ადგილი დაიკავა, ბ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ა ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა […]
გიორგი ვაშაძეს საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა, რასაც ვაშაძე ტაშით შეხვდა. შემთხვევა იმ დროს, მოხდა, როდესაც ვაშაძე ტრიბუნასთან სიტყვით გამოდიოდა. „ყოჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“, – მიმართა ვაშაძემ ზავრადაშვილს. „ყოჩაღ, მადლობა, ბრავო! აი, ეგ ხართ. აი, ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. აი,ეს არის სწორედ […]
გიორგი ვაშაძეს ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა. იმ დროს, როცა გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ტრიბუნაზე იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მას წყალი შეასხა სახეში: ,,ყოჩაღ, ეგა ხართ. არა უშავს. ეს ველურობამდე მოსული მოღალატეების გზა. ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს […]
თემურ კარბაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალში დაკავებული ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები — ალბერტ ზარაქუა და ვიანორ აბშილავა — გაამართლა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუდევრობაში და 50 000 რუბლის ჯარიმის სანაცვლოდ ისინი სხდომათა დარბაზიდან […]
“ყველა სცემს თავის თავს.. ხაბეიშვილს უარესი ელოდება“ – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ე.წ. ხარება

“ყველა სცემს თავის თავს.. ხაბეიშვილს უარესი ელოდება“ – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ე.წ. ხარება “ტყუილია, ყველა სცემს თავის თავს“, – ასე უპასხუა პარლამენტთან მყოფმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტის კითხვას, რატომ უსწორდებიან ახალგაზრდებს მისი თანამშრომლები. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თქმით, „ახალგაზრდებს არავინ სცემს“ “ტყუილია, ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს, ხაბეიშვილს […]
ბოტანიკური ბაღის სალარო ნარიყალას მხრიდან დროებით დაკეტილია – მიზეზი უხვი ნალექის შედეგებია

ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უხვმა ნალექმა ეროზიის პროცესები გაააქტიურა და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. შესაბამისად, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. BM.GE აღნიშნულთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ დღეიდან შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზუსტი პერიოდი, თუ როდის გაიხსნება […]
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნინო წილოსანს – უჩა აბაშიძე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და მის კადრებში ვარ თუ არა, საიდან უნდა ვიცოდე – თქვენ ხომ არ იცით შემთხვევით ვარ თუ არა?

როცა მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს, ამით იწყებთ [კითხვის დასმას], რად გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი კითხვაზე?! – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის“ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ის იმ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, სადაც მას რადიკალური ოპოზიციის წევრობას აბრალებენ, პრეზიდენტს […]
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სახელით ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვაფასებთ ჩვენს ძლიერ მეგობრობას აზერბაიჯანთან და განვაგრძობთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების უკეთესი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მხარდაჭერას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.
„ბიუჯეტს ჩვენ ვავსებთ, მეგობრებო, თუ ამის საშუალება არ მოგვეცემა, ხელფასს ვერავინ გადაგიხდით“ – კახა ხაზარაძე საჯარო სექტორს

ბიზნესმენი და აი სი არ ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც მანდ bmgtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა შექმნილი ვითარება ეკონომიკას და ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება საჯარო სექტორზეც. მისი თქმით, ბიუჯეტს ბიზნესი ავსებს და თუ ბიზნესს ამის საშუალება არ ექნება საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასს ვერავინ გადაუხდის. „საჯარო სექტორს მინდა ავუხსნა. […]