ირაკლი კობახიძე – არაერთგზის შევთავაზე ჩვენი კანონის ოპონენტებს, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა არ ისურვეს

მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ დროს არის მზად საჯარო დისკუსიისთვის. „საქართველოში არსებობს პოლიტიკური უმრავლესობა და პოლიტიკური უმცირესობა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ […]

ირაკლი კობახიძე – ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას კანონთან დაკავშირებით და მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა გააგრძელეს მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არასწორი მოვლენაა

პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში – კონკრეტული ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, […]

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ „ევროპულ – დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ „ევროპულ-დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება. როგორც „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატები“ და პოლიტიკური პლატფორმა „ევროპული დემოკრატიული ერთობა“, მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ერთიანობის ინიციატივას და უერთდებიან „ქართულ ქარტიას“. „ჩვენ ვიზიარებთ „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებას, რეფორმების გეგმას, ვეთანხმებით სახელმწიფო მანქანის და მათ შორის ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. ასევე […]

ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. ამდენად, კობახიძის თქმით, არავის უნდა უკვირდეს დღეს, რომ ბიზნესი მთავრობის მხარდამჭერია. „მე მახსოვს, რომ 2004 წლამდე ჩვეულებრივი ამბავი იყო ბიზნესის მხრიდან კრიტიკული განცხადებები. 2004-2012 წლებში კი ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკული განცხადებები ნიშნავდა […]

„ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ […]

„ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“ – ირაკლი კობახიძე

საბოლოო ჯამში ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.: „კიდევ ერთხელ ვიტყვი, არც ერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამე არის […]

კარასინი რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევისთვის პარლამენტს აქებს

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პარლამენტის წევრებს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის აქებს. “უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით, საქართველოს პარლამენტმა გამოავლინა ხასიათი და სიმწიფე”, – დაწერა მან Telegram-ზე. ცოტა ხნის წინ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა.

მარკეტა გრეგოროვა – კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია – ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს – მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია, თუმცა მასთან მიმართებაში კითხვები, კრიტიკა და პროტესტი ისევ რჩება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „პალიტრანიუსსა“ და „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ხსნის, კონკრეტულად რატომ არის მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონი დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი. როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი […]

პრემიერი – თუ გვინდა პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის აუცილებელია სამართლიანობა – კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს

თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ის საქართველოს პარტნიორებისგან, მეგობრებისგან პრაგმატულ მიდგომას […]

პრემიერი – უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად – შეუძლებელია ამგვარი კანონის წინააღმდეგ არგუმენტი არსებობდეს

ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს […]