ირაკლი კობახიძე – თუ კანონპროექტის ინიცირებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების წელს გახსნის შანსი ნულის ტოლი იყო, კანონის მიღებამ ეს შანსები გაზარდა

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონმა თვისებრივად გაზარდა შანსები, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, როგორ წარიმართა მოვლენები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. „შეგახსენებთ, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, […]
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე – ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია, – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი. “ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია და უგულებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური […]
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ე.წ „ქართული ქარტია” არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, მადლობა მას ამისათვის

ერთ-ერთი სარგებელი, რაც ამ კანონს ჰქონდა, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, სადაც იყვნენ, გამოჩნდნენ, ანუ სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა – „კოლექტიური ნაცმოძრაობა” და ამ სიის პრეზენტაცია განახორციელა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავადაც წარმოადგენს სწორედ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ […]
ირაკლი კობახიძე – უამრავი ყალბი განცხადება გავრცელდა კანონთან დაკავშირებით, რაც ცუდ ფონს ქმნის, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და შინაარსს

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, შევთავაზოთ ყველას საჯარო დისკუსია ამ კანონთან დაკავშირებით, პროცესი დამთავრებულია, კანონი მიღებულია, დღემდე ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორებისგან ელოდება პრაგმატულ მიდგომას. „უამრავი ყალბი განცხადება იყო, […]
ირაკლი კობახიძე – ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ ბიზნესის თავისუფლებაა

2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ […]
“ლელო” – ბრძოლა ქუჩაში გრძელდება და ეს აუცილებლად უნდა ითარგმნოს იმ ენერგიაში, რომელიც არჩევნების შედეგზე აისახება

ბრძოლა ქუჩაში გრძელდება და ეს აუცილებლად უნდა ითარგმნოს იმ ენერგიაში, რომელიც არჩევნების შედეგზე აისახება, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ლელოს“ კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზადაა გახდეს ამ ბრძოლის პოლიტიკური შემადგენელი. „ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ის ეტაპი, რომელიც გაზაფხულიდან დაიწყო ქართველმა ხალხმა, დაასრულა “ქართული ოცნების” მოღალატეობრივი პოლიტიკის ლოგიკური შედეგით: რუსულმა ხელისუფლებამ მიიღო […]
ირაკლი კობახიძე – სრული თანხმობაა მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მივყვებით გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან

არის სრული თანხმობა, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში, შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გუნდმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით. „პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაერთგზის გააკეთა განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან […]
თბილისის პარალელურად აქცია „არა რუსულ კანონს“ რეგიონებშიც მიმდინარეობს

თბილისის პარალელურად ე.წ. „რუსულ კანონზე„ ვეტოს დაძლევას რეგიონებშიც აპროტესტებენ. აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ზუგდიდში. ზუგდიდში, აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ. მათი თქმით, აუცილებელია გაერთიანება, რადგან რუსეთში ცხოვრება არ უნდა დაუშვან. ბათუმში აქციის მონაწილეებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მსვლელობით შეუერთდნენ. შეკრებილების განცხადებით, „დღეს ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა“. მათივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, ქართველი ხალხი წინაპრების […]
ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი; ჩვენი ორიენტირი არის 2030 წელი და ყველა ის პროცესი, რომელიც ახლა წარიმართება, მიმართულია სწორედ იქით, რომ ჩვენ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ქვეყანაში არ იქნება გამჭვირვალობა და […]
ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს – პრემიერი

2004-2012 წლები იყო პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს. […]