პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს – ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან – მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე

ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან – მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ” კანონს აპროტესტებენ. პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას. “ზოგმა […]

პრემიერი – თუ ვიქნებით ყოველწლიურ რეჟიმში რევოლუციის მცდელობის ქვეშ, მერწმუნეთ, 2030 წელს კი არა, შეიძლება 2040 წელს ვერ გავხდეთ ევროკავშირის წევრი – ჩვენ არ გვინდა უკრაინიზაცია

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი; ჩვენი ორიენტირი არის 2030 წელი და ყველა ის პროცესი, რომელიც ახლა წარიმართება, მიმართულია სწორედ იქით, რომ ჩვენ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თუ ქვეყანაში არ იქნება გამჭვირვალობა, და […]

შალვა პაპუაშვილი – აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ხალხებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, 1918 წელს, საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდროულად გამოაცხადეს და ერთდროულად ჩამოაყალიბეს პირველი რესპუბლიკები. „აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანელ ხალხს, სრულიად აზერბაიჯანს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წელს, ამ ადგილიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში, საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა […]

პრეზიდენტი: მოვამზადოთ რეფერენდუმი – მოაგროვეთ ხელმოწერები, მოიტანეთ ჩემთან, მოვაწერ ხელს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვისას მოუწოდა, შეაგროვონ ხელმოწერები და მიუტანონ პრეზიდენტს, რათა მან ხელი მოაწეროს რეფერენდუმს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მომავალს 84 ადამიანის ხმა ვერ შეცვლის. “84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია. მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და […]

საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში

საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული. „საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ […]

სრული თანხმობაა მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მივყვებით გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან

არის სრული თანხმობა, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში, შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კობახიძის თქმით, გუნდმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით. „პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაერთგზის გააკეთა განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იყო […]

ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია

ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია! პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი. მეგრელიშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა არ შეუერთდნენ და აჰყვნენ უსამშობლოთა პოლიტიკურ როკვას, რადგან ამ ღირსების აქტით დღეს მათი წილი საქართველოც გადარჩა. “ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია! პარლამენტმა „უცხოური გავლენის […]

„მისი ადგილი არის ციხეში, ჩვეულებრივი კრიმინალია“ – ხაბეიშვილი “ხარებას” განცხადებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას” გქნცხადებას გამოეხმაურა. „მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და თქვენ მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური. ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, […]

მარკეტა გრეგოროვა – ხალხს ურტყამს პოლიცია ხელისუფლების თანხმობით და ეს კიდევ უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს – თუ ადამიანებს არ აქვთ უფლება გააპროტესტონ პოლიციის მხრიდან ძალადობა, ისინი აღარ ცხოვრობენ დემოკრატიაში

მე ბევრი მიმართვა მქონდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მე არ მინდა მათ რაიმე სახის შეტყობინება მივცე. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ „პალიტრანიუსსა” და „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი საოცარია და ევროკავშირი მუდამ მათ გვერდით იდგება მთავრობის მიუხედავად. „მე ბევრი ასეთი მიმართვა მქონია, თუმცა მათ არ მოუსმინეს და […]

პრეზიდენტი – 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, მომავალი ჩვენია – მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის

მე ამ საღამოს თქვენთ ვარ, 84 შუალავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია , – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. „ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს […]