განვიხილავთ ყველა ვარიანტს – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები. ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს EU-ში გაწევრიანება. მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და […]

შეუშლის თუ არა ხელს ე.წ „რუსული კანონის“ მიღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას? – პრემიერის პასუხი

შეუშლის თუ არა ხელს ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და რა მოლოდინი აქვს მთავრობას? – კითხვას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. მისი თქმით, მოსალოდნელია იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს პროგნოზირებული. „რაც შეეხება წინასწარ ოთხთვიან მონაცემებს, იანვარი-აპრილის შედეგებს, საშუალო ზრდა გვაქვს 8%-ზე მეტი, იმაზე მეტი, ვიდრე […]

„სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის“ – საერთაშორისო რეაქციები რუსული კანონის მიღებაზე

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ვროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას დაუბრუნდეს […]

აშშ გაითვალისწინებს „ოცნების“ ქმედებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას. „შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას, უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხისა, რომელიც რამდენიმე კვირაა ამ კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. „ქართულმა […]

“ნატოს წევრი პატარა ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ, თუ რას ეთამაშებიან“- ვლადიმირ პუტინი

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს იმ დისკუსიას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ნატოს სტანდარტის შორი მოქმედების იარაღით დარტყმის ნებართვას შეეხება. “ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ევროპაში, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებში, უნდა ესმოდეთ, თუ რას ეთამაშებიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არიან სახელმწიფოები მცირე ტერიტორიით და […]

ზურაბიშვილი: ხელს მოვაწერ რეფერენდუმს- გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?

“ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? გაბრაზდით. მაგრამ დავიწყოთ საქმით. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ ეს ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ, მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი, თუ […]

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვეტოს დაძლევაზე – გადაწყვეტილებას შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრიომი აცხადებს, საქართველოს მმართველის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, „უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე. მისი თქმით, კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. “საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღმა გადაწყვიტა დიდი პროტესტების, საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მოწოდებებისა და ვენეციის კომისიის მისი გაწვევის […]

დიდი ბრიტანეთის საელჩო – გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით – კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია

გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია განცხადებაში. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე […]

ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველო არის ერთი თავით მაღლა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი მიმართულებით

ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის განვითარება არის მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ყველა კუთხით გვქონდეს პროგრესი, მათ შორის გვქონდეს პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანმიმდევრულად მიდის პროცესები, მათ შორის ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია ცხრა პუნქტის შესრულებასთან. „ჩვენ […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება

ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება; შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა […]