“ქართული ოცნების” ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას – სახელმწიფო დეპარტამენტი

პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში 28 მაისის ბრიფინგი საქართველოს საკითხით გახსნა პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. მისი განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტი-დასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას. “დღეს საქართველოს პარლამენტმა ვეტო დაძლია ანტიდემოკრატიული “უცხოეთის აგენტების” […]
მილერი: აშშ გმობს საქართველოს პარლამენტის დღევანდელ ნაბიჯს

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უგულვებელყო ევროსაბჭოს “ვენეციის კომისიის” სამართლებრივი შეფასებაც და დასავლელი, მათ […]
მიშელის თქმით, საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო კვირის დღის წესრიგში დაამატებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს საკითხს მომდევნო კვირის დღის წესრიგში დაამატებს. მისი თქმით, კანონის მიღება საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯია და ქვეყანას ევროკავშირის გზას აშორებს. “ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და განახორციელებს აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. […]
ბურიჩი: ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კრიტიკისა და კანონის ევროკავშირთან შეუთავსებლობის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის ამ ფორმით მიღება გადაწყვიტა. “ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მისი ამჟამინდელი ფორმით, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა და ევროპულ სტანდარტებთან […]
ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები – ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ

პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებსა და ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის ბიოროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმის ევროკავშირის სტრუქტურებს. „მუქარები არის აბსოლუტურად არასერიოზული, ვისგანაც ისმის ეს მუქარები მათ კარგად არ ახასიათებს. […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს

ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და მის მიღებას. მისი თქმით, კანონს უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. “ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]
ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს რუსეთთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტი აქვთ, სადაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, იქ გვაქვს როგორც პრაგმატული, ისე პრინციპული პოზიცია და ამას გავყვებით ბოლომდე

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კუთხით ყველაფერი ცხადია; პრინციპში, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა გარშემო, ვისაც რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იგივე მოლდოვას, მეზობელ სომხეთს და საქართველოს გარშემო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. „საქართველოს დღესაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ამის მიზეზი […]
კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია – დიდი ბრიტანეთის საელჩო

გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით , – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია განცხადებაში. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და […]
შვედეთი უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის $61,6 მლნ-ს გამოუყოფს

შვედეთი უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის $61,6 მლნ-ს გამოუყოფს შვედეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის ახალი დახმარების პაკეტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 650 მილიონი შვედური კრონის ოდენობით (დაახლოებით 61,6 მილიონი აშშ დოლარი – IF). „ახალი ენერგეტიკული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგომომარაგების უზრუნველყოფას, რათა ძირითადმა სოციალურმა სერვისებმა, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები, ტრანსპორტი, წყალი და ბიზნესი, გააგრძელონ ფუნქციონირება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა […]
პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ევროკავშირი და აშშ რჩება – ირაკლი კობახიძე

პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ევროკავშირი და აშშ რჩება – ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული პოლიტიკა თანმიმდევრულად გაგრძელდება. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა სირთულეები სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკოსებთან, კონკრეტულ ბიუროკრატებთან, მაინც მოვახერხეთ […]