,, აშშ გმობს ამ ქმედებას” – სახდეპის პრესსპიკერი

“აშშ გმობს ამ ქმედებას… “ოცნებამ” კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას – ჩვენ ამას გავითვალისწინებთ”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკეტრმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებებიდან ამონარიდებს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს. “აშშ გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით “ქართული ოცნების” პარტიამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო საქართველოს ევროატლანტიკური […]
როგორ ცხადდება ქვეყანაში რეფერენდუმი?

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს მოუწოდებს, შეაგროვონ ხელმოწერები, წარადგინონ პრეზიდენტთან და ის მზად არის, გამოაცხადოს რეფერენდუმი, თუ რა სურს ქართველ ხალხს, ევროპული თუ რუსული არჩევანი. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა. როგორია რეფერენდუმის გამოცხადების პროცედურა: „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის […]
შეგიძლიათ, დაინტერესდეთ, საიდან ფინანსდება და ვინ არის ჩართული აქციების დაფინანსებაში – ირაკლი კობახიძე

მიმდინარე პიარული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა ყველა ის ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ამ კანონს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მიმდინარე ხარჯები და ყველაფერი იქნება დეკლარირებული. „ეს არის მიმდინარე ხარჯები და არსებითად მიმდინარე პიარული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა ყველა ის ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ამ კანონს უკავშირდებოდა. […]
„ოცნებამ“ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას – ჩვენ ამას გავითვალისწინებთ“ – სახდეპის პრესსპიკერი

„ოცნებამ“ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას – ჩვენ ამას გავითვალისწინებთ“, – ასეთია პირველი რეაქცია შტატებიდან “ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკეტრმა მეთიუ მილერმა გააკეთა. მისი განცხადებებიდან ამონარიდებს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს. „აშშ გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით “ქართული ოცნების” პარტიამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის […]
“ოცნებამ დააშორა ქვეყანა EU-NATO-ში გაწევრიანების გზას” – სახ.დეპი ვეტოს დაძლევას გმობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღევანდელი ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. სახელმწიფო დეპარტამენტში დაგმეს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. მეთიუ მილერის თქმით, ქართულმა ოცნებამ დააშორა ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზას, მოახდინა ქართველი ხალხის იგნორირება. სახ.დეპის პრესსპიკერმა ბრიფინგზე ენტონი ბლინკენის განცხადებაც გაიმეორა და თქვა, რომ აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა დაიწყო. “დღეს საქართველოს […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია 2 ივნისს გაიმართება

2 ივნისს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ამის შესახებ აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. „2 ივნისს, 8 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე კვლავ ვიკრიბებით და ვაგრძელებთ ბრძოლას”, – განაცხადა ამაღლობელმა. შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ […]
მამუკა მდინარაძე – რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა – გარე დავალების შემსრულებელი, სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ – გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ზურაბიშვილი აპირებს იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაზეც უკვე მთელი ქვეყანა შეთანხმებულია და რის შესახებაც […]
გიტანას ნაუსედა – საქართველო უკეთესს იმსახურებს – პრეზიდენტო, დარჩით მედგრად

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ „საქართველო უკეთესს იმსახურებს“. „მისი დამოუკიდებლობის დღიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ახალი კანონის მიღება დემოკრატიული ღირებულებებისგან სახიფათო ჩამოცილებას წარმოადგენს. ის ქვეყანას ევროპისთვის ზურგს აქცევინებს. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს. ქალბატონო პრეზიდენტო, დარჩით მედგრად!”, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სალომე ზურაბიშვილის მიმართავს. […]
შარლ მიშელი – ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ – საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ

საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. შარლ მიშელის თქმით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს. “ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება […]
პრემიერი – ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია – ეს გეგმა ჩავარდა

წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, წინასწარი 4-თვიანი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 8 %-ზე მეტი. „რაც შეეხება წინასწარ 4-თვიან მონაცემებს, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი – საშუალო ზრდა გვაქვს 8 %-ზე […]