თქვენ ოჯახს კი არა, ორგანიზაციას უერთდებით, რომელსაც თავის წესები აქვს – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაშინ მისი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ელჩის თქმით, რუსული კანონით საქართველო ევროკავშირს ვერ შეუერთდება და, შესაბამისად, ვერც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება. ამის შესახებ გემრანიის ელჩმა „ბიემჯისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის დროშებს დაატარებენ და ამბობენ, რომ ეს არის კარგი პროექტი და სურთ მისი ნაწილი იყვნენ. […]

მოსკოვის სასამართლომ ძალაში დაუტოვა განაჩენი დონბასელი სეპარატისტების ყოფილ მეთაურს, იგორ სტრელკოვს

საერთო იურისდიქციის პირველმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაურის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინს). იანვრის ბოლოს ის ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით 4 წლით გაგზავნეს კოლონიაში. სასამართლოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. სტრელკოვის ნათესავებს არ მიეცათ მასზე დასწრების საშუალება, იტყობინება მისი მეუღლე მიროსლავა რეგინსკაია. 53 წლის სტრელკოვი, რომელიც სოციალურ ქსელებში […]

30 მაისიდან, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ბრუნდება ტრადიციული აქციით – “ქეშბექობანა”

ლიბერთის მომხმარებლები, აქციაში ჩართულ პარტნიორ ობიექტებში ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას შეძლებენ მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი ქეშბექი – 60%-მდე. აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია ● 30 მაისი – მინისო/Miniso 40% ქეშბექი – ლიმიტი 100 ლარი(ტოპ.ქარდით გადახდის შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ თანხის გადანაწილების სერვისი) ● 30-31 მაისი – EDUtoys/ედუთოის (მაღაზია, ელ.კომერცია) 50% ქეშბექი – ლიმიტი 100 ლარი ● 30-31 […]

ანრი ოხანაშვილი – ყველამ კეთილი ინებოს და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცეს! – გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა

ყველამ კეთილი ინებოს და პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას, ვინც ასეთად მიიჩნევს საქართველოს, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცენ, გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, მეგობრულად და პარტნიორულად გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, ისინი […]

მიხეილ სააკაშვილი – ჩინელებისთვის ანაკლიის გადაცემას აპირებენ – ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმის გამოცხადდება საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია. როგორც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ჩინეთი და რუსეთი ერთი და იგივეა. „ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ. ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი […]

„ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ქვეყანაში აკვაკულტურის და მეცხოველეობის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე და მიმდინარე ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას. გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად დამტკიცდა შესაბამისი ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე, რაც აჩენს აკვაკულტურის მიმართულებით […]

NYT-ის სტატია: უცხოური გავლენის კანონის მიღების შემდეგ საქართველოში დაყოფა გაღრმავდება

The New York Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატიას წერს. “ბევრი ქართველი ორგანიზაციების შეზღუდვას, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ, განიხილავს იმის ნიშნად, რომ მათი ქვეყანა შორდება დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს, რომელიც მათ ეზიზღებათ”, – აღნიშნავს შესავალში სტატიის ავტორი ივან ნეჩეპუორენკო. “იმ მომენტში, როდესაც სამშაბათს საღამოს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სადაო კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მკაცრ […]

ფინანსთა სამინისტრო – ღია ბიუჯეტის ინდექსში – 2023 საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს

საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. „ღია ბიუჯეტის ინდექსი, ასევე, […]

შვედეთი უკრაინის საჰაერო ძალებს რადარული დაზვერვის თვითმფრინავებს გადასცემს

ოთხშაბათს შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, შვედეთი უკრაინას რადარულ დაზვერვის და ორ საკომანდო თვითმფრინავს აჩუქებს. ეს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების დღემდე უდიდესი პაკეტის ნაწილია, რომლის ღირებულება დაახლოებით 13.3 მილიარდ შვედურ კრონას (1.3 მილიარდ დოლარს) შეადგენს. შვედეთმა განაცხადა, რომ „სააბის“ საჰაერო ბაზირების დაზვერვის და კონტროლის (ASC) 890 მოდელის თვითმფრინავი სამიზნეების შორ მანძილზე ამოცნობის […]

საქართველოში მოგზაურობა მასობრივ ტურიზმში არ უნდა გადაიზარდოს – Accor-ის რეგიონული დირექტორი

საქართველო ათასწლოვანი ისტორიისა და უნიკალური კულტურის მქონე სახელმწიფოა, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობაზე და რიცხვებზე აისახება. თუმცა, როგორც საქართველოში მოქმედი სასტუმროების მმართველი ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის, Accor-ის რეგიონული საოპერაციო დირექტორი, ალექსის დელაროფი ამბობს, მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ შესაბამისი ნიში დაიკავოს და მასობრივ ტურიზმზე უარი თქვას. “საქართველომ ტურისტული ნაკადები ფრთხილად უნდა მართოს, რათა ის მასობრივ ტურიზმში არ გადაიზარდოს, […]