პარლამენტმა ვეტო „ოფშორების კანონზეც” დაძლია

ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს. მის წინააღმდეგ ხმა 64-მა დეპუტატმა მისცა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების პირვანდელი რედაქცია კი 83 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა და ამით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან ბიზნესის […]

ოთარ შამუგიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა

„არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მიზნით. აქტიური მუშაობის შედეგად, დღეის მდგომარეობით, 200 ნორმატიული აქტიდან უკვე მიღებული და დაახლოებულია 138 ნორმატიული აქტი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც […]

გამჟღავნდა ის ყველაფერი, თუ რისთვისაც იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები

გამჟღავნდა ის ყველაფერი, თუ რისთვისაც იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები „დღეს გამჟღავნდა ის ყველაფერი თუ რისთვისაც იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით!“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, სინამდვილეში ყველაფერი დაკავშირებული ყოფილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასათან, რომელსაც ჩინური კონსორციუმი ააშენებს, რის შედეგადაც საქართველო ხდება არა დერეფანი, არამედ გზაჯვარედინი, რომელიც თავისთავად ნიშნავს ეროვნულ და […]

NATO-ს ოფიციალური პირი ანაკლიაზე: ჩინეთი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენას ეძებს

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს დირექტორი, რიკარდ იოზვიაკი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირის განცხადებას ავრცელებს. იოზვიაკის ცნობით, NATO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდი ხანია რაც საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. “გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს ხელისუფლების საქმეა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენას დიდი ხანია ეძებს. შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება”, – […]

“ფულს საერთოდ არ ეხება” – კვიჟინაძე ოფშორების კანონზე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ ოფშორების კანონი “ფულს საერთოდ არ ეხება”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. “ეს ოფშორები არ არის ის ოფშორები, რომელიც იყო 30 წლის წინ. იგივე ჩვენმა მეგობრებმა, ამერიკამ, ევროპამ ძალიან შეავიწროვეს და ყველა ინფორმაციის მიღება შეიძლება ოფშორებიდან. თუ, მაგალითად ფინანსთა სამინისტრო შეკითხვას აგზავნის, მოდის ყველაფერი. კერძოდ, ვისი დაფუძნებულია, მინდობილობა […]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება

სოფელ ჩარგალში მეწყრული პროცესების განვითარების მიუხედავად ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, სააგენტო ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ 27 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩარგალში ჩავიდნენ და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მდგომარეობას გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომლებმაც მდგომარეობა შეაფასეს და წინასწარი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმსა და მის ტერიტორიას […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკელმა მეცნიერებმა ქართველი და ამერიკელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია-სემინარი გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ამერიკელმა მეცნიერებმა საჯარო ლექცია-სემინარი – „კარიერული შესაძლებლობების კვლევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე: წარმატებული კარიერა ინჟინერიაში” (Exploring AI-Powered Careers: Preparing for Success in the field of Engineering) გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას, რომელიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის (იმს) ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტისა […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმს“ დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლენარული სხდომისა და მრგვალი მაგიდის ფორმატებში, საერთაშორისო პარტნიორებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები განიხილეს. უწყების ცნობით, საერთაშორისო ღონისძიება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ინიციატივით მეორედ ჩატარდა. […]

ციხანუსკაია: ბელარუსი და ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთში

„მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“, – ასე მიმართავს ბელარუსი ხალხის ლიდერი და სამშობლოდან დევნილი ოპოზიციონერი სვიატლანა ციხანუსკაია საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებს არ შეწყვიტონ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლიც სრულად შაბათს, “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხედვა ვაშინგტონიდან” გავა, ციხანუსკაია ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე – ბელარუსის ადგილი ევროპაშია. „რა […]

საფრანგეთი და გერმანია თანახმა არიან, რომ უკრაინამ არტილერია რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს

საფრანგეთი და გერმანია შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ უკრაინამ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს. საუბარია დისკუსიაზე, უნდა შეეძლოს თუ არა კიევს დასავლეთის მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენოს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 29 მაისს გერმანიის […]