2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო – სულ მალე საქართველოში

ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. თავად განსაჯეთ: მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი პრადო სერიით J250 და ის სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში. პირველი, რაც თავიდანვე უნდა ითქვას: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა […]

შალვა პაპუაშვილი – გამოქვეყნდა 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსი, სადაც მსოფლიოს 125 ქვეყანაში საქართველო პირველ ადგილზეა – არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია

პოლიტიკაში რეალობისა და ფანტაზიის შერწყმის ზღვარზე, მადლობა ღმერთს, რომ რიცხვებისა და ფაქტების სამყარო ჯერ კიდევ არსებობს. არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რიცხვებით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს. როგორც ის აღნიშნავს, მიზანმიმართული სიცრუისა და ჭორების ქარიშხალში, გამოქვეყნდა 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსი, […]

ლაქ-საღებავების იმპორტიორ ქვეყნებში ცვლილებაა – თურქეთი რუსეთმა ჩაანაცვლა?

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ, I კვარტალში, $ 1 302 950-ის ღირებულების 485.48 ტონა საღებავები და ლაქები (საღებავები და ლაქები რთული პოლიეთერების ფუძეზე) იყიდა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ეს პოზიცია თურქეთს ეკავა. რუსეთიდან, I კვარტალში, $ 280 720-ის ღირებულების 216.63 ტონა ლაქ-საღებავი შემოვიდა, ხოლო თურქეთიდან $691 690-ის ღირებულების 163.66 […]

სერგეი ლავროვი – რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს

რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს, ეს თვითმფრინავები განადგურდება ისევე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა იარაღი და მათი გამოჩენა არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „F-16 გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის მიწოდების მთავარი საშუალება ეგრეთ წოდებული ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების ფარგლებში, ამიტომ, […]

დღეს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს

დღეს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს. სარჯველაძე სესიაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ამასთან, მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოლოგიური პაციენტები შეიკრიბებიან მოთხოვნით: “მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო“. ცნობისთვის, “მინისტრის საათის“ ფორმატში გუშინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმინეს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მენესო და ჭართალი; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ვახტანგ 6-ის, აღმაშენებლის ხეივნის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება […]

პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილი 2 000-ზე მეტი ადამიანის ძებნას განაგრძობენ

პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილი 2 000-ზე მეტი ადამიანის ძებნას განაგრძობენ. თუმცა, როგორც Reuters წერს, სტიქიიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, სამაშველო ჯგუფებს გადარჩენილების პოვნის იმედი თითქმის არ აქვთ. მათი თქმით, ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალახის ქვეშ არის მოყოლილი. პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი 24 მაისს ჩამოწვა. მას […]

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ორი ვერტმფრენი ჩართო მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში 30 მაისს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. კონკრეტულად რომელ ობიექტზეა ხანძარი და რამ გამოიწვია, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის ხანძრის ფართობი 4000მ² იყო. ჩამოინგრა შენობის სახურავი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის […]

ლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან – ქართველმა მაიამის “ინტერს” 8 მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]

MLS-ის მე-17 ტურში მაიამის “ინტერმა” “ატლანტა იუნაიტედს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. ამ მარცხით “ფლორიდელების” 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა, აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლის […]

ანექსირებულ ყირიმზე მორიგი შეტევა იყო

აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, 30 მაისს, შუაღამის შემდეგ ათზე მეტი აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მტერმა“ რაკეტებით შეუტია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრმა ნიკოლაი ლუკაშენკომ გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთი საავტომობილო და ერთი სარკინიგზო ბორანი. ლუკაშენკოს თანახმად, […]