რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 30 მაისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 30 მაისს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7874; 1 ევრო – 3.0227; 1 ფუნტი – 3.5531; 1 ლირა კი 0.0865 ლარი ეღირება.

სერგეი ლავროვი – კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის პირობებში მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია

მშვიდობის შესახებ დიალოგი, კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „კიევს „ომის პარტია“ მართავს და ცდილობს, როგორც მინიმუმ სიტყვით, დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებები იურიდიულად აკრძალულია. „რაც […]

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა დრონებით და რაკეტებით

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 30 მაისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს სარაკეტო-საავიაციო შეტევა. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ცნობით, 8 საზენიტო მართვადი რაკეტა(С-300/С-400) იყო გამოყენებული ხარკოვის ოლქში. უკრაინის სხვა რეგიონებს სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან […]

სახდეპი ანაკლიაზე: ჩინეთის რესპუბლიკის სუბიექტებთან მნიშვნელოვანია საფუძვლიანი გამოკვლევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, გააზრებულ იყოს პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე”. ამერიკის საგარეო უწყებას ფორმულამ კითხვა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმის მონაწილეობის შესახებ დაუსვა. “შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის […]

ქუჩები თბილისში, სადაც შუქი საღამომდე არ იქნება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 30 მაისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის, კუმისის, გედევანიშვილის, სამრეკლოს, ლილოს, შალვა მჭედლიშვილის, მოსე თოიძის, ჩაისუბნის, ურიცკის, ანთელავას, ფშავის, ხეთაგუროვის, ტირიფონის, შურდულის, დოქის და გუმბრის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ხელმოსაწერად პრეზიდენტს 4 დღე რჩება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ხელმოსაწერად პრეზიდენტს 4 დღე რჩება. უარის შემთხვევაში, კანონს ხელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოთხ დღეში, კანონი რომელმაც ორთვიანი უწყვეტი პროტესტი გამოიწვია, ძალაში შევა. ამის შემდეგ, 60 დღის ვადაში, უნდა შეიქმნას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა” რეესტრი, სადაც ყველა ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია მოხვდება, რომელთა შემოსავლის […]

“თურქეთისთვის ევრო 2024-ის საქართველოსთან მატჩით დაწყება უკეთესია, ვიდრე უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით” – თურქი კომენტატორი

თურქმა საფეხბურთო კომენტატორმა მურატ აკდამმა Al Ain Türkçe-სთან ინტერვიუში ევრო 2024-ზე თავისი ქვეყნის ნაკრების შანსები შეაფასა, საქართველოს ეროვნულ გუნდთან პირველ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეუძლიათ: “ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს. ტოპ 8-ში მოხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. ამის მტკიცების საფუძველს ის ფაქტი მაძლევს, რომ ჩვენი სუპერლიგა მაღალ დონეზე ჩატარდა და ფეხბურთელები […]

ევრო 2024 | პირველი ვარჯიში ავსტრიულ შეკრებაზე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა. ევრო 2024-ისთვის მოსამზადებელი შეკრების პირველ ვარჯიშში, რომელიც გაინბერგის სტადიონზე გაიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო […]

უკრაინელებმა 9 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და 7 რაკეტა გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წუხელ 19 რაკეტით და 32 Shahed-ის დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი და 7 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. რუსებმა რაკეტები და დრონები რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქიდან, ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და დროებით ოკუპირებულ ყირიმიდან გაუშვეს. საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა Х-101/Х-555 ტიპის 7 ფრთოსანი […]

კობა კობალაძემ პიტერ ჰარშის სარეაბილიტაციო ცენტრში აფხაზეთის ომის ვეტერანი ჯანდრი უბირია მოინახულა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სან-დიეგოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტთან, სან-დიეგოში საქართველოს საპატიო კონსულთან, მელორი წიფურიასთან ერთად, პიტერ ჰარშის სარეაბილიტაციო ცენტრში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ჯანდრი უბირია მოინახულა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯანდრი უბირია სან-დიეგოს პიტერ […]