„შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამის შესახებ“ ფორუმი გაიმართება

3 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია ,,თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, EBRD-ის გრანტის მხარდაჭერით, ,,მწვანე კლიმატის ფონდის” მეშვეობით. თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დაფინანსებით, 2016 წლიდან დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „შესაძლებლობების […]
Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვება შემოდგომისთვის გვინდა – ვალერი ჩეხერია

Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვება შემოდგომისთვის გეგმავს. ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და იაფ ფულზე წვდომის მიზნებსა და გეგმებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ #რედაქტ2-ში ისაუბრა. Rooms Hotel 25 მლნ დოლარის ღირებულების ბონდების გამოშვებაზე საინვესტიციო ბანკებთან Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობს. ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ კომპანიაში ობლიგაციების გამოშვებისთვის ეკონომიკური გარემოს დასტაბილურებას […]
თითქმის $4 მილიონის იმპორტი 4 თვეში – საიდან შემოაქვს საქართველოს ფორთოხალი

მიმდინარე წელს საქართველოში 3 666 510 აშშ დოლარის ღირებულების 6 414 ტონა ფორთოხალი შემოვიდა. ფორთოხლის ძირითადი ნაწილის შემოტანა თურქეთიდან ($1.8 მლნ – 3 255 ტონა) და ირანიდან ($1.5 მლნ – 2 729 ტონა) განხორციელდა. რაც შეეხება ექსპორტს 2024 წლის 4 თვეში საქართველოდან 852 400 აშშ დოლარის ფორთოხლის ექსპორტი განხორციელდა. რამაც 1 370 ტონა შეადგინა. ექსპორტირებული […]
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო – სულ მალე საქართველოში

ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. თავად განსაჯეთ: მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი პრადო სერიით J250 და ის სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში. პირველი, რაც თავიდანვე უნდა ითქვას: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა […]
4 ივნისს BTU, Emerging Europe-თან ერთად, მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, დიდ ბრიტანეთის Emerging Europe-თან ერთად, 4 ივნისს მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებას, “საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: აქცენტები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე” მასპინძლობს. შეხვედრა დაეთმობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და იმ საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ ინოვაციურ პროგრამებს, რომელიც ამ პროცესის ეფექტიანად განხორციელებას ემსახურება. ღონისძიებას გახსნიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე და Emerging Europe-ის დამფუძნებელი პარტნიორი […]
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2024

რას აპირებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონის ამოქმედების შემდეგ “არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ეს პერიოდი ქართველ ხალხს კოშმარივით დააწვება” – იგორ კვესელავა “ჯერ კიდევ არის დრო…” – რა გამოხმაურებები მოჰყვა ვეტოს დაძლევას დასავლეთიდან * * * რას აპირებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონის ამოქმედების შემდეგ “28 მაისს “გავლენების კანონის” საბოლოოდ მიღების შემდეგ, რა პროცესები […]
ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო, -ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. 28 ივნისს გასამართ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები რეგისტრაციას 5 დღის განმავლობაში შეძლებენ. პრეზიდენტობის კანდიდატებს საბოლოოდ ირანის მეურვეთა საბჭო დაამტკიცებს, რომელიც 12 წევრისგან შედგება და ზედამხედველობას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უწევს. შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი […]
მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ხანძარია – ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. რუსული მედიები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ დილის მდგომარეობით ცეცხლი 4 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობაში 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის “კა-32” ვერტმფრენი მონაწილეობს. არსებული ინფორმაციით, საწყობის პირველ და მეორე სართულებს შორის ტიხრები ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

30 მაისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°. ბათუმი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: […]
სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ლავა ჰაერში 50 მეტრს აღწევდა. “მეცნიერთა პირველი შეფასება არის ის, რომ ამ ამოფრქვევის დასაწყისი უფრო ძლიერია, ვიდრე წინა ამოფრქვევებში,” – განაცხადეს ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში. ხელისუფლებამ, ვულკანური აქტივობის საფრთხის გამო, დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთით ევაკუაცია გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში, დეკემბრის შემდეგ, ვულკანი უკვე მეხუთედ ამოიფრქვა.