ნინო ლაცაბიძე – რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებული და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან

რუსთავის მერიის პროექტ „ახალი სიმწვანის“ ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, გამწვანების აქცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ეკო აქციის ფარგლებში, „ახალ სიმწვანეში“ ჩართულმა რუსთაველმა ახალგაზრდებმა, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დარგეს. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. […]
ონის მერია – ფონდმა „ფეა თრიიზი“ გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და მხოლოდ პროფესიულ მომსახურებას გულისხმობდა – პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს, ის სრულად ონის მერიის მიერ დაფინანსდება

ონის მერია სპეკულაციურსა და არასწორს უწოდებს ფონდ „ფეა თრიიზის“ მიერ უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მიზეზად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაა დასახელებული. როგორც ონის მერიაში განმარტავენ, ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა. უწყების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკურადაა მოტივირებული“. „გვსურს, […]
სადაც კობიაშვილი თამაშობდა… – ქალაქები და სტადიონები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს უნდა უმასპინძლონ[PHOTOS]

ევროპის ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება – 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით დაიწყება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირში 18 ივნისს ჩაერთვება. გთავაზობთ ქალაქებს და სტადიონებს, სადაც “ჯვაროსნები” ითამაშებს და ყველა მატჩს, რომლებიც ამავე არენებზე ჩატარდება. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ და მესამე დაპირისპირებას რურის მიწაზე, დორტმუნდსა და გელზერკირხენში გამართავს, შუაში კი […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის გარდა, კრასნოდარის მხარეზე შეტევასაც ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დღეს, 30 მაისს სარაკეტო შეტევა იყო ყირიმზე. კონკრეტულად რომელ რაიონში და რა იყო სამიზნე, სამინისტრო არ ასახელებს, თუმცა, ირწმუნება, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „კიევის რეჟიმს“ გაუნადგურეს 8 ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სანაპიროსთან გზად დაიჭირეს 8 უპილოტო საფრენი აპარატი და გაანადგურეს 2 უეკიპაჟო კატერიც. უკრაინას […]
NATO-ში აშშ-ის ელჩი: გვსურს, რომ მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება, ამისკენ ვუბიძგებთ ოცნებას

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯულიან სმიტი საქართველოში რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით მკაფიოა. როგორც სმიტმა ონლაინ ბრიფინგზე რუსული კანონის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, “შეერთებული შტატები გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით”. მისივე თქმით, “მსგავსი გზავნილები ისმის NATO-ს სხვა წევრებისგანაც”. […]
ქუთაისში 3ჰა მიწა 2 მილიონად იყიდება – საპრივატიზებო პირობა საწარმოს შექმნაა

ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე, ქვის ხარხნის მიმდებარედ ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (10952.00 კვ.მ და 19806.00 კვ.მ) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 2079000 ლარად აუქციონზე იყიდება. აუქციონი 21 მაისს გამოცხადდა და 4 ივნისს დასრულდება. ამ დროისთვის აუქციონზე ერთი ბიჯია და მიმდინარე ფასი 2 084 000 ლარს შეადგენს. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შემდეგი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს […]
დღეს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს

დღეს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს, რომელიც უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოლოგიური პაციენტები შეიკრიბებიან მოთხოვნით: „მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო“.
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება

ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. თავად განსაჯეთ: მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი პრადო სერიით J250 და ის სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში. პირველი, რაც თავიდანვე უნდა ითქვას: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა […]
სტამბოლში, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა

29 მაისს, სტამბოლში, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული 1860 პირის მოძიება. შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა. მონაწილეებმა განიხილეს 2023 წლის დეკემბერში გამართული საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდგომ განხორციელებული […]
განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აშშ-ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „გამოფენის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებს მართავენ […]