იაგო ხვიჩია – მივმართავ პრეზიდენტს, ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება

მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. ხვიჩიას თქმით, რეფერენდუმის ჩატარება არარეალისტურია გამომდინარე იქიდან, რომ ამაში “ქართული ოცნების” თანხმობაა საჭირო. […]
დღეს თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე. ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, […]
„ჩინეთის რესპუბლიკის სუბიექტებთან მნიშვნელოვანია საფუძვლიანი გამოკვლევა“ – სახდეპი ანაკლიაზე

„ჩინეთის რესპუბლიკის სუბიექტებთან მნიშვნელოვანია საფუძვლიანი გამოკვლევა“ – სახდეპი ანაკლიაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, გააზრებულ იყოს პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე”. ამერიკის საგარეო უწყებას „ფორმულამ“ კითხვა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმის მონაწილეობის შესახებ დაუსვა. „შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ […]
საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾265.9 მილიონს ხარჯავენ

საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾265.9 მილიონს ხარჯავენ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 277.7 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 555.5 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული […]
„ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას“ – როგორი იყო საწარმოთა ინოვაციური აქტივობა გასულ წელს?

„ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას“ – როგორი იყო საწარმოთა ინოვაციური აქტივობა გასულ წელს? გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.8 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 6.2 პროცენტით. საქონლისა და მომსახურების […]
„ეი, ფაშისტებოო! შვილებზე ლაპარაკს მოეშვით! დიახ, ჩვენი მოტანილია ეს თავისუფლება და ასე გამოყენების უფლებას არ მოგცემთ” – ნანა ლორთქიფანიძე

„ეი, ფაშისტებოო! შვილებზე ლაპარაკს მოეშვით! ყველამ თავის შვილს გასცეს პასუხი თავის სამზარეულოში!”, – წერს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „მართლა თავზე ხელი აიღეთ უკვე?! ყველამ თავის შვილს უსმინოს და პასუხიც გასცეს! თავისუფლება! დიახ, ჩვენი მოტანილია ეს თავისუფლება და ასე გამოყენების უფლებას არ მოგცემთ. ნუ უზრდელობთ და […]
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

29 მაისს, ქალაქ სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა. მათივე ცნობით, ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის […]
ეგვიპტე ღაზას საზღვართან გვირაბების არსებობის შესახებ ისრაელის განცხადებას უარყოფს

ეგვიპტე უარყოფს ისრაელის განცხადებებს ღაზასთან მისი საზღვრის გასწვრივ გვირაბების არსებობის შესახებ და ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, – ინფორმაციას CNN-ი ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „თელ-ავივის მიერ გავრცელებული ეს ტყუილები მიუთითებს ისრაელის მთავრობის წინაშე არსებული კრიზისის მასშტაბზე. ისრაელის უწყვეტი მცდელობების მიზანი, გაავრცელოს სიცრუე მისი ჯარების სტატუსის შესახებ რაფაჰში, არის დაჩრდილოს მისი სამხედრო მარცხი და […]
სერგეი ლავროვი – კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის პირობებში მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია

მშვიდობის შესახებ დიალოგი, კიევში „ომის პარტიის“ მმართველობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „კიევს „ომის პარტია“ მართავს და ცდილობს, როგორც მინიმუმ სიტყვით, დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებები იურიდიულად აკრძალულია. „რაც […]
“60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა – ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?” – ვიქტორ ჯაფარიძე

თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა. ვიქტორ ჯაფარიძემ ის ინციდენტი გაიხსენა, რომელიც „უცხოური […]