ვახო სანაია ქართველ დიპლომატებს აგინებს

დავით კეზერაშვილის ქვეშევრდომი ვახო სანაია ქართველ დიპლომატებს აგინებს და პატრიოტიზმს უწუნებს.
ანაკლიის პორტის პროექტით ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება- კახა კალაძე

„ჩვეულებრივი სპეკულაციები, აბსურდი და სისულელე შეიძლება ვუწოდოთ ამ განცხადებებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხებოდა. მისივე თქმით, პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესია. „საქართველო მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და ეს არაერთი კონკრეტული ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის არის […]
„ოფშორის კანონი“ სახიფათოა და ზრდის რისკს, რომ ქვეყანა გახდეს ფულის გათეთრების, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარი – ICC საქართველო

საქართველოს პარლამენტის მიერ “ოფშორის შესახებ კანონის” მიღება წარმოადგენს სახიფათო ცვლილებას საქართველოს საკანონმდებლო ლანდშაფტში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკს, რომ ქვეყანა გახდეს ფულის გათეთრების, განსაკუთრებით სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარი. ამ ნაბიჯმა საქართველო პოტენციურად დაუცველ მდგომარეობაში ჩააგდო, რაც მას სერიოზული ეკონომიკური, სამართლებრივი და რეპუტაციის რისკების წინაშე აყენებს. პირველ რიგში, ამ კანონის უარყოფით შედეგებს შეიძლება მოჰყვეს ფინანსური სამოქმედო […]
თბილისი რომელ უბნებში იყიდება ყველაზე მეტი ბინა?

2024 წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მონაცემებში . კვლევაში აღნიშნულია, რომ მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით არის გამოწვეული. ამასთანავე, აპრილში გაყიდვების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (29.1% წ/წ და 21.3% წ/წ, შესაბამისად). […]
კამერონი: ვეტოს დაძლევით მთავრობამ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს გადაუხვია

ქართველი ხალხი ნება ცხადია: მისი მომავალი ევროატლანტიკურ საზოგადოებასთანაა. საქართველოს მთავრობამ უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით ამ მისწრაფებებს გადაუხვია. დიდი ბრიტანეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გაუქმებას გულისხმობს. ცვლილებას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან არის შემდგარი. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას “ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც […]
მიხეილ სარჯველაძე – უკლებლივ ყველა პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სექტორში დაფინანსებას ექვემდებარება, გაგრძელდება – ოპოზიცია, რომ არ მონაწილეობს უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში, დასანანი პრაქტიკაა და არასწორია

ოპოზიცია, რომ არ მონაწილეობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისი, საზოგადო და სოციალური საკითხები, ეს იმთავითვე დასანანი პრაქტიკაა და არასწორია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „მინისტრის საათის” ფორმატში მისი ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე განაცხადა. სარჯველაძის თქმით, დემოკრატიული პროცესებისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია თავის ფუნქციას რეალურად ასრულებდეს, მით უფრო ისეთი საკითხებზე დისკუსიის დროს, რომელიც ეხება […]
ეკა გიგაური – მნიშვნელოვანია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ მოაწერა ხელი რუსული კანონის ამოქმედებას – მედგრად და აქტიურად ვართ, სხვადასხვა გეგმა გვაქვს, როგორ შევაჩეროთ ამ კანონის ამოქმედება

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ მოაწერა ხელი, რუსული კანონის ამოქმედებას. საქმეს არავის გავუადვილებთ – ჩვენ მედგრად და აქტიურად ვართ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე ისაუბრა, მესამე სექტორის საკონსტიტუციო სარჩელზე, რითაც მოითხოვენ გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი იქნება, თუ […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს უსმენენ. სარჯველაძე მინისტრის სტატუსით პარლამენტში პირველად მივიდა. სარჯველაძე პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.
ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. „2023 წელი ჩვენი უწყებისთვის, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. გაძლიერდა აღსრულების პოლიტიკა, გაზრდილია მომართვიანობა, შეიცვალა სააგენტოს სახელწოდება, რომელიც ზუსტად ასახავს სააგენტოს მისიას და მის ძირითად […]