მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია – ევროკავშირის ექსპერტი

კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროკავშირის ექსპერტი – დომაგო იურიევიჩი უძღვებოდნენ. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ კვლევაში მონაწილე დანარჩენი ევროკავშირის ექსპერტები – კრისტიან ჟან პიერ ფრანსუა მერი ჰოსეფიდი, სტანკო ტასკოვი და პიტერ ლანდი. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს […]
NGO-ები „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში და ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ – ამის შესახებ არასამთავრობოებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში […]
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ – მზადდება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენადაც

არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად. “ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი […]
საქართველოს ამპუტანტი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის გათამაშება – EURO 2024-ში იასპარეზებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ამპუტანტ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის გათამაშება – EURO 2024-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 1-9 ივნისს, საფრანგეთში, ქ. ევიენში ჩატარდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები „B“ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც, ქართველ ფეხბურთელებს, ინგლისის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ ორთაბრძოლა. ინფორმაციისთვის,საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების 16 […]
ეკონომიკის სამინისტრო – ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ანაკლიის პორტის პროექტში წარმოდგენილი განაცხადისა და შესწავლის ეტაპზე, სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება. “გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის […]
გიორგი ტყემალაძე – ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აგებულ, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მქონე კონსტრუქციას წარმოადგენს, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულებას. ხიდი […]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – მუქარის შემცველი ზარებით ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას ცდილობდნენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა

მუქარის შემცველი ზარებით ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც რეკავდა მას ცალსახად ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ჰქონდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებისთვის ორი ტიპის შემცველი სატელეფონო ზარები […]
გიორგი ვაშაძე – ახლა დიდი გაერთიანების და ერთად დგომის დროა, რომ ეს დიდი ბრაზი, დიდი დუღილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებაში გარდავსახოთ – უახლოეს დღეებში კონკრეტულ ჩვენეულ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთ

ახლა დიდი გაერთიანების და ერთად დგომის დროა, რომ ეს დიდი ბრაზი, დიდი დუღილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებაში გარდავსახოთ – უახლოეს დღეებში კონკრეტულ ჩვენეულ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს, „შემდგომი ათწლეულების მანძილზე სად ვიქნებით ჩვენ“. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ჩვენი […]
ხელმისაწვდომი, გამძლე და სანდო ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვის

როცა საქმე ტრადიციული კულტურების დამუშავებას ეხება, ფერმერების ნაწილისთვის მთავარი გამოცდილებაა, ნაწილი კი ინოვაციურ ხერხებს ანიჭებს უპირატესობას. რა მოხდება, თუ ხანგრძლივ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გავაერთიანებთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში Zetor-ის ტრაქტორების შესწავლა დაგვეხმარება. Zetor ჩეხური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა აგრი“ წარმოადგენს. ბრენდი 1946 წლიდან აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და განსაკუთრებით ცნობილია ტრაქტორებით. კომპანიას ისეთი აღჭურვილობის წარმოების […]
სემეკმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წელი კომისიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი თქმით, აღსანიშნავია წამყვანი […]