„ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება“ – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო მედიით გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ ამერიკული სანქციები მოქმედებს. სამინისტრო აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება. „გვსურს გამოვეხმაუროთ მედია საშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კონსორციუმთან […]

ცვლილება ევროტურნირებამდე – ლადო დვალიშვილმა ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

ლადო დვალიშვილმა ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. “გუნდი მადლობას უხდის ლადოს კლუბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში მოპოვებული არაერთი გამარჯვებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ლადოს ევრო 2024 – ზე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, ასევე, პირად ცხოვრებასა და კარიერაში”, – […]

NGO-ები რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ორგანიზაციების ნაწილი ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს რუსული კანონის მოქმედება საქართველოში. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი აპირებს საჩივრის გაგზავნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. “ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად […]

კემერონი: ვეტოს დაძლევით საქართველოს ხელისუფლებამ ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაუხვია

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დეივიდ კემერონი განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაუხვია: „მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას,“ — აცხადებს დეივის კემერონი. […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები. როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ვიდეომონიტორინგი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და ასევე, განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კანონით […]

ნინო ლომჯარია – მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი იქნას მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი სარჩელი

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი იქნას იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი სარჩელი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეხება. მისი თქმით, აღნიშნული კანონის სადავო მუხლების გასაუქმებლად მესამე სექტორი, პირველ რიგში, გამოიყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს და ასევე, სამართლებრივი გუნდი მუშაობს ალტერნატიული დავის მექანიზმებზეც. “კოორდინაცია ნამდვილად იქნება ყველა იმ ინსტიტუტთან, თუ სუბიექტთან, […]

საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის მიზნით პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივა დაამტკიცა

საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის მიზნით პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივა დაამტკიცა – მესამე მოსმენით საკანონმდებლო პროექტი მიიღეს, რომლის შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ფრაქცია “ქართული ოცნების“ ცვლილების შედეგად, 10%-იანი შეზღუდვა 20%-ით შეიცვალა. გარდა ამისა, ანაზღაურებადი ხდება […]

ორბანი, ვარჰეი – უნგრეთი შესაძლოა ბრიუსელში დაკავებულ მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს – POLITICO

POLITICO-ს სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის პოზიციების გამო, ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ მისი პოზიციების შესუსტებას ევროკომისიაში. უნგრეთს გაფართოების საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების შენარჩუნება სურს, რითაც მომავალშიც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს არ აქვთ სურვილი, ბუდაპეშტის ამჟამინდელ კომისარ ოლივერ ვარჰეის (ან სხვა ნებისმიერმა უნგრელს) ასეთი მთავარი […]

მესტიაში 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული – TI ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევებზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მესტიის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული. TI-ის ცნობით, ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც […]

საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება” და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში. აბაშიძის თქმით, “ომის პარტიას” დიდი იმედგაცრუება ელის, ვინაიდან ვადაგასული რევოლუციური სცენარი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მოერგება. “ძალიან დიდი იმედგაცრუება ელით “ომის პარტიას” და მის გოშიებს – საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება. […]