შეაფერხებს თუ არა ე.წ რუსული კანონი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას – მინისტრის კომენტარი

“ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და […]

„საქართველოს მთავრობამ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებიდან გადაუხვია“ – დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი საკუთარ X-ზე წერს, რომ „საქართველოს მთავრობამ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებიდან გადაუხვია“ „ქართველი ხალხის ნება ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია. საქართველოს მთავრობამ უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით ამ მისწრაფებებიდან გადაუხვია. დიდი ბრიტანეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას.“ – წერს დევიდ კამერონი.

ჯანდაცვის მინისტრი – სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას საზღვარგარეთაც და საქართველოშიც – არავის მივცემ შესაძლებლობას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული

ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ, რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს. სარჯველაძის თქმით, არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით […]

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. “ანტიჩიხური მექანიზმი” დაწესდა. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად, “საარჩევნო კოდექსის” ჯერ კიდევ […]

ნინო დოლიძე – სამოქალაქო ორგანიზაციები არ დავემორჩილებით რუსულ კანონს, არ ვაპირებთ ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას

იმედია, ეს კანონი საქართველოში ძალიან მალე არ იქნება. ეს არის საბოლოო მიზანი. ერთადერთი გზა არის ევროპული მომავალი, დემოკრატიული განვითარება. ეს კანონი კი ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რაც არის ქართველი ხალხის განაცხადი და სურვილი,- ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო ორგანიზაციები არ აპირებენ დარეგისტრირდნენ “ღირსების შემლახავ რეესტრში”. ამასთან, მან ისაუბრა […]

მიხეილ სარჯველაძე – უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს, რაც შემაშფოთებელია – ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი

უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს, რაც შემაშფოთებელია – ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „შემაშფოთებელი რიცხვია მაგალითად, ბავშვებში ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით. უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს. ეს არის, რა თქმა უნდა, მანიშნებელი იმისა, რომ […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ წევრებს რომ ვუყურებ, მახსენდება გამოთქმა: „ნამდვილი მონა არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე ოცნებობს“ – ვერ ეღირსებით საქართველოს დამონებას!

კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვაა, როცა ამ ყველაფერს „ბიძინას კარზე მოსამსახურეები ამბობენ, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებლობა და ღირსება ვერ დაუცვიათ ივანიშვილისგან“ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. მისი […]

საქართველოს ხელისუფლებამ ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაუხვია – დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი, დევიდ ქემერონის თქმით, ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას.

ყირიმში ორი რუსული სამხედრო კატერი გაანადგურეს- უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ორი ჩქაროსნული სატრანსპორტო-სადესანტო კატერების განადგურება. უწყება ამბობს, რომ 30 მაისს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა “Group 13”, უკრაინული Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონებით წარმატებით შეუტიეს მტრის შემადგენლობას. წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად განადგურდა ორი სამხედრო კატერი – КС-701 “ტუნა”. უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთი აქტიურად […]

ირანში დაიწყო კანდიდატთა რეგისტრაცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

ირანში 30 მაისს დაიწყო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომავალ თვეშია დანიშნული. პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 2024 წლის 19 მაისს ვერტმფრენის კატასტროფას ემსხვერპლა საგარეო საქმეთა მინისტრთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად. რეგისტრაციის პროცესი ხუთ დღეს გასტანს, კენჭისყრა 28 ივნისს გაიმართება. სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, რომ 30 მაისს 25-მა პოტენციურმა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, მაგრამ ყველა მათგანი უარყოფილ […]