მოლდოვაში ხუთი ტელეარხი დაიხურა – “გაქცეული ოლიგარქები აფინანსებდნენ” – მთავრობა

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ტელეარხი, რომლებსაც, მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქები ილან შორი და ვლადიმირ პლახოტნიუკი აფინანსებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭოს“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება. კერძოდ, საბჭომ ჩამოართვა მაუწყებლობის ლიცენზია სამ კომპანიას, რომლებსაც ეკუთვნით ტელეარხები Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3. მოლდოვის მთავრობის ინფორმაციით, […]

მიხეილ სარჯველაძე – ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად უმაღლეს ნიშნულზეა. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა, დეპუტატებს, მიმდინარე კვირაში, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, […]

თორნიკე რიჟვაძე – გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც უფრო განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ძალიან მალე მისცემს შედეგებს, რომელიც „კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა“. ამის შესახებ რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა. „პირველ რიგში, […]

Reuters – შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს

შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მომავალ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. „მზადებამ პროგრესი განიცადა და შეგვიძლია მომავალი კვირისთვის რაიმეს ველოდოთ“, – განაცხადეს დიპლომატებმა. დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ასეული ინსტრუქტორის გაგზავნამდე საფრანგეთი მისიის შესაფასებლად ინსტრუქტორებს შეზღუდული რაოდენობით გაგზავნის. მათივე თქმით, წვრთნების დროს […]

გურამ იმნაძე – ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვაპირებთ რუსული კანონით მუშაობის და ცხოვრების გაგრძელებას, არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვეტთ საქმიანობას

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, გურამ იმნაძის განცხადებით, მესამე სექტორი აუცილებლად გამოიყენებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს იმისთვის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედება შეჩერდეს, საბოლოო ჯამში, კი გაუქმდეს. „ცხადია, ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვაპირებთ რუსული კანონით მუშაობის და ცხოვრების გაგრძელებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ჩვენ საქმიანობას. კიდევ უფრო მეტი […]

თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალი გაიხსნა

თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 4 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნები, შეხვდნენ საყვარელ მწერლებს, სხვადასხვა თემებზე ესაუბრონ, გადაიღონ ფოტოები, გამოართვან მათ ავტოგრაფები და სხვადასხვა ფასდაკლებებით ისარგებლონ. წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებით არის დატვირთული, სადაც ყველა ასაკობრივი კატეგორიის და […]

4Hospitals – ტრენდსეტერი ქართულ სამედიცინო ბაზარზე

4Hospitals სამედიცინო პროდუქციის და სერვისების წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან პარტნიორობს და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინოვაციურ, ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამის პროდუქციას. კომპანიამ შეძლო, რომ გამხდარიყო ტრენდსეტერი და შეექმნა მისი უნიკალური ნიშა, რომელიც გამოარჩევდა სხვებისგან. მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს […]

წინასწარი რეგულაციის გარეშე „მაგთიკომის“ წილები 40%-იან ზღვარს ქვემოთ არ ჩამოვა და კონკურენცია ვერ განვითარდება – ევროკავშირის ექსპერტები

„კომპლექსური კვლევის ფარგლებში დავადგინეთ, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე „მაგთიკომი” როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების თვალსაზრისით, სხვა კომპანიებთან შედარებით დიდი უპირატესობით სარგებლობს. ამასთან, არ არის მოსალოდნელი, რომ უახლოეს პერიოდში ეს გარემოება შეიცვლება და „მაგთიკომის” წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის – 40%-ის ქვემოთ ჩამოვა ან სხვა ოპერატორები მიაღწევენ აღნიშნულ […]

„ფეა თრიიზ”-ის განცხადება, თითქოს გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტია, სიმულაციაა“ – ჯანდაცვის მინისტრი

“ეს არის ის შემთხვევა, როცა ურჩევნიათ ჩრდილში ყოფნა და ჩრდილიდან რაღაც არაკეთილსინდისიერი საქმეების კეთება, როგორც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა”,-ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ონში, ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონდ „ფეა თრიიზ”-ის განცხადება, თითქოს გადაწყვეტილება “უცხოური გავლენის […]

„ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა“ – ლაშა ხუციშვილი

„ღია ბიუჯეტის ინდექსში” მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან გადაინაცვლა მე-5 ადგილზე. „ვულოცავ საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ამ წარმატებას. ეს ნიშნავს იმას, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩვენი […]