კამერონი: ვეტოს დაძლევით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მისწრაფებისგან გადაუხვია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება საქართველოს მმართველი გუნდის მიერ “აგენტების კანონის” მიღებას. კამერონი წერს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ევროატლანტიკური მისწრაფების გზიდან. “ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა: მისი მომავალი ევროატლანტიკურ თანამეგობრობაშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევითა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის დამტკიცებით, საქართველოს მთავრობამ გადაუხვია თავის […]

დომაგო იურიევიჩი: ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია და რეგულაციას საჭიროებს

„ჩვენ დავასკვენით, რომ ქართული მობილური მომსახურებების ბაზარი განიცდის კონკურენციის ნაკლებობას, ამის მიზეზი კი ბაზარზე დომინანტი კომპანიის არსებობაა, რომელსაც საფუძვლიანი კვლევის მიხედვით, „მაგთიკომი“ წარმოადგენს. ბაზრის ანალიზის შედეგად შემუშავებული ვალდებულებები, რომელიც ComCom-მა „მაგთიკომს“ უნდა დააკისროს, მოხსნიან ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ხელს შეუწყობენ ახალი მოთამაშეების შემოსვლას.“ – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევაში […]

პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა – 3 ცვლილება კანონში

პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა. ცვლილება დაჩქარებული წესით მოხდა და დღეს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გაუქმებას გულისხმობს. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგებოდა. როგორც “ოცნების” კანონპროექტში წერია, ამ ჯგუფის გაუქმების მიზეზი ისაა, რომ […]

“ხაზარაძეს ანაკლიის პორტი ბანკში აერია… სამეგრელოში თუ ჩამოვა “დამწვარი მუსტანგით”, ყველა ეტყვის…”– ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ლელოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე, თქვა: „იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. საარჩევნოდ სამეგრელოში თუ ჩამოვა თავისი დამწვარი „მუსტანგით“, ყველა ეტყვის – შენ, ბიძია, თუ ფულის შესაძლებლობა არ გქონდა, ქვეყანას წლები რატომ დააკარგვინეო. ამას ჩემი მეგრელები ეტყვიან. თურმე, მისთვის სახელმწიფოს 400 მილიონი უნდა მიეცა, რისკები სახელმწიფოს უნდა აეღო და მოგება […]

პაპუაშვილი თავს იწონებს კვლევით, რომლის წყაროც TI – საქართველოა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, „ღმერთს მადლობას“ უხდის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ შევსებულ კითხვარს ეყრდნობა. საუბარია ღია ბიუჯეტის კვლევაზე. 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს 100 შესაძლოდან 87 ქულა აქვს. […]

„DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას“ – სარჯველაძე

DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას“-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება გასული წლის უმთავრესი და აუცილებელი სიახლე იყო. „ეს არის სისტემა, რომლის იდეაც არის შემდეგი: ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება არა იმის მიხედვით, […]

მიხეილ სარჯველაძე – DRG არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას გააჩენს

DRG არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება გასული წლის უმთავრესი და აუცილებელი სიახლე იყო. „ეს არის სისტემა, რომლის იდეაც არის შემდეგი: ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება […]

მიხეილ სარჯველაძე – „ფეა თრიიზ-ის“ განცხადება, თითქოს, გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტია, სიმულაციაა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონდ „ფეა თრიიზ”-ის განცხადება, თითქოს ონში, ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის მშენებლობის პროექტის შეჩერება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტია, სიმულაციაა. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა. „საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ვითომ, გამჭვირვალობის კანონის ეფექტთან, რომ თითქოს, რაღაც პროცესები უნდა დაიძრას. ისეთი […]

რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point 2024 14 ივნისს ჩატარდება

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point ჩატარდება. ღონისძიება გააერთიანებს 20-ზე მეტ სესიას, 4 ვორქშოფს, 2 სცენას, ნეთვორქინგ და ქოვორქინგ ზონებს და შესაძბელობას დიდ ეკრანზე ვიზეიმოთ EURO24-ის გახსნის ცერემონიალი და პირველი საფეხბურთო მატჩი. წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას წლევანდელი ღონისძიების ჰედლაინერების შესახებ: ლუიზა ფერგიუსონი – Spotify-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი ლუიზა ხელმძღვანელობს Spotify-ის ინტეგრირებულ მარკეტინგულ […]

შეუერთდებიან თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტი და ომბუდსმენი – არასამთავრობოების გეგმა

ფოტო – ტვ პირველი მესამე სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს რუსულ კანონს და თვლიან, რომ ეს საქმე მოსამართლეთა კოლეგიისთვის პროფესიული ტესტი იქნება. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ანტიევროპული კანონი სტრაბსურგის სასამართლოშიც წავა. შეუერთდებიან თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს სახალხო დამცველი და პრეზიდენტი – როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ყველა ინსტიტუტთან იქნება კოორდინაცია. კოორდინაცია ნამდვილად იქნება ყველა […]