ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “უკმაყოფილონი ვართ საქართველოში [უცხოური გავლენების] კანონის მიღებით

30 მაისს პრაღაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ უარყოფითითად შეაფასა საქართველოში “უცხოეთის გავლენების მატარებელთა შესახებ” კანონის მიღება. “ჩვენ მართლაც უკმაყოფილონი ვართ ახალი კანონით. საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებდა ევროპულ გზას, რაც ასევე გულისხმობს ევროპული ფასეულობების ერთიან გაგებას“, – თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. […]

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ სადავო ცვლილებები დაამტკიცა

80 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები. შესწორების თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. როდესაც ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა […]

ჯერარდი: საუდის არაბეთში სამუშაოდ ფულის გამო არ წავსულვარ

“დიდი ხანია ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ. ამიტომ აქ ფულის გამო არ მოვსულვარ. ყველა გადაწყვეტილება მივიღე შემდეგი ასპექტებიდან გამომდინარე: ოჯახი, საფეხბურთო პროექტი და მესამე ადგილზე ფული”, – აქვეყნებს ჯერარდის სიტყვებს The Telegraph-ი. “ლივერპულის” ლეგენდარული ფეხბურთელი “ალ-იტიფაქს” 2023 წლიდან მოყოლებული მოძღვრავს და მისმა გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა.

ანრი ოხანაშვილი – ვურჩევდი, დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები – ეს არგუმენტები არის „ქართული ოცნების“ მხარეს – მზად ვართ, საკონსტიტუციო სასამართლოში, ან ქვეყნის ფარგლებს მიღმა წაიღონ საქმე, სიმართლე ჩვენ მხარესაა

ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები – ეს არგუმენტები არის „ქართული ოცნების“ მხარეს – ჩვენ მზად ვართ გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ საქმე, გნებავთ სხვა მაღალი განსჯადობის მქონე ქვეყნის ფარგლებს მიღმა უწყებებში, ჩვენს მხარესაა სიმართლე და არგუმენტები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით ის გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ისინი […]

არჩილ თალაკვაძე – მინდა ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: – საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე!

მინდა საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: – საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე! ჩვენ ჩვენის მხრიდან მზად ვართ, ნებისმიერ საგარეო საერთაშორისო პოლიტიკის საკითხზე გვქონდეს დიალოგი! რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევებისგან, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც სხვა ქვეყნებსაც აქვთ გაკეთებული, – ამის […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიების განახლების პროცესი გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სამთო გეოლოგიური ფაკულტეტზე, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის განახლების პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი აღიჭურვა ოთხი დასახელების სინთეზური მინერალების სადიაგნოსტიკო ხელსაწყო-მოწყობილობებით. ცენტრმა შეიძინა ბრილიანტებისა და ძვირფასი ქვების კოლექციები და საიუველირო […]

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ უერთდება „ქართულ ქარტიას“. „ქარტიის სულისკვეთება, საქართველო იყოს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი, არის ამოცანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ყოველთვის იყო პარტიის პრიორიტერი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქარტია დღეს არის კეთილი სურვილების დეკლარირება და მნიშვნელოვანია, რომ ქარტიის მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ პრიორიტეტების რეალიზაცია და გაცხადებული მიზნების მიღწევა“, […]

მიხეილ სარჯველაძე – ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათი“ს ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11 – წლიან შედეგებზე ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, […]

ანრი ოხანაშვილი ფონდ „ფეა თრიიზზე“ – კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მითუმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება – ეს დეზინფორმაციაა, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია ექნება

კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მითუმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფონდი „ფეა თრიიზ“ მიერ გავრცელებულ განცხადებას. ოხანაშვილის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი რომ უკუშედეგს იწვევს, დეზინფორმაციაა, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია ექნება. “კანონს უარყოფითი შედეგი ექნებაო, ეს არის სიყალბე. ჩვენი […]

მერია – თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. „პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობას, საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობასა და გზის […]